დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვერცერთი ფაქტი ვერ იყო წარმოდგენილი იმის, რომ საქართველო გამოიყენება სანქციებისგან გვერდის ავლისთვის - შალვა პაპუაშვილი

ვერცერთი ფაქტი ვერ იყო წარმოდგენილი იმის, რომ საქართველო გამოიყენება სანქციებისგან გვერდის ავლისთვის - შალვა პაპუაშვილი

04-11-2024 17:01:00

ჩვენ არანაირად არ გვჭირდება მითითება იმაზე, რომ კეთილსინდისიერად იქცეოდეს ჩვენი საბანკო სისტემა და მიუხედავად იმისია, რომ მილიონი ბრალდება იყო ენჯეოებისგან, ოპოზიციისგან, ზოგიერთი უცხოელისგან, ვერცერთი ფაქტი ვერ იყო წარმოდგენილი იმისა, რომ საქართველო გამოიყენება სანქციებისგან გვერდის ავლისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„თუმცა, როცა საქმე ეხება ჩვენს მოქალაქეებს, აღმოჩნდა, რომ შეიძლება დადგეს მონეტები, როდესაც სხვა იურისდიქციამ მტკიცებულებებისა და სამართლიანის სასამართლო გარეშე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესაძლო დარღვევით ამოიღოს საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო ბრუნვიდან და ამას ჩვენ ასე ადვილად ვერ დავუშვებთ. მნიშვნელოვანია, რომ თუკი რომელიმე სახელმწიფოს სურს, რომ საქართველოს მოქალაქეები წაშალოს საბანკო თუ საფინანსო სისტემიდან, კეთილი ინებოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები. ხომ არ შეიძლება ადამიანს ასე უბრალოდ გადაუსვა ხაზი, ეს ხომ ელემენტარულია. სამართლიანი სასამართლო ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც მათ შორის გვასწავლიან აშშ-დან დაფინანსებული ორგანიზაციები. ჩვენც რომ ვიკითხოთ, თუ ჩვენთან უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, თქვენთან არ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, როდესაც ჩვენს მოქალაქეს ეხება საკითხი?“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა ეროვნულ ბანკში ნათია თურნავას საქმიანობის შეფასების შესახებ დასმულ კითხვას.

„მე როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იმ ორგანოს თავმჯდომარე, რომელიც გარკვეულწილად ზედამხედველობას უწევს ეროვნულ ბანკს, ქალბატონი ნათიას საქმიანობას ვაფასებ ძალიან დადებითად. ზუსტად მისი ქმედებების გამო გვაქვს სტაბილური საფინანსო გარემო, ზუსტად მისი ქმედებების გამო ვერ განხორციელდა საქართველოში ის მავნე ზეგავლენები, რომლის ერთ-ერთი სამიზნეც იყო ქართული ლარი და მასზე თავდასხმაც იყო ნაწილი იმ დეზინფორმაციული კამპანიისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა. ამიტომ დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები