დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები  - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

როგორია ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

25-11-2024 09:57:00

ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა იზრდება როგორც პირველად, ასევე მეორადი ბინების შემთხვევაში, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-ს და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. აბაშიშვილმა ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის შეფასებასთან ერთად მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არჩევნების პერიოდიდან დღემდე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი კვლავ იზრდება, ვხედავთ ლარის კურსის დასტაბილურებას და ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას.

„რუბრიკა Business Insider Georgia-ს დავიწყებ საკმაოდ საინტერესო ანალიტიკით. თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს შეიკრიბება საქართველოს პარლამენტი და ბუნებრივია, რომ თითოეული ჩვენგანი ველოდებით ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებას და მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებას. ყოველ შემთხვევაში ბიზნეს სექტორი ამ კუთხით, ყოველ შემთხვევაში არჩევნების პერიოდში და შემდგომ არის სტაბილური მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ, რომ შევაჯამოთ არჩევნების პერიოდიდან დღემდე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი კვლავ იზრდება, ვხედავთ ლარის კურსის დასტაბილურებას, ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას, მაკროეკონომიკური გარემოს სტაბილურობას, ასე, რომ ველოდებით, რომ წლის ბოლო და შემდგომი წელიც გვექნება პოზიტიური. ამ მხრივ საინტერესოა რა ხდება რეგიონებში და დღეს ვისაუბრებთ ბათუმში არსებულ ვითარებაზე, ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც ყოველთვის აქტუალურია. სახეზეა, რომ პირველად ბაზარზე ფასები გაზრდილია. დაფიქსირებულია 1419 აშშ დოლარი. თუმცა ბათუმში საინტერესოა მეორადი - ახალი პროექტები და მეორადი - ძველი პროექტები ყველა მიმართულებით არის ზრდის ტენდენცია. 

2024 წლის მესამე კვარტალში ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და წინა კვარტალთან შედარებით 3.0%-ით გაიზარდა. 2022-23 წლების განმავლობაში, ფასების ზრდის ყოველთვიური ტემპი 2-3%-ს შეადგენდა, თუმცა 2024 წელს 1%-ზე დაბალია. ბაზრის მოცულობა იზრდება როგორც პირველად, ასევე მეორადი ბინების შემთხვევაში. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გაყიდვების მიმართულებით ბიუჯეტური (< $1,000) სეგმენტი არის საკმაოდ მაღალი, მაგრამ საინტერესოა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტური სეგმენტი იკლებს და ამ ფონზე იზრდება საშუალო ($1,001 - 1,500) და მაღალი ($1,501 - 2,500) სეგმენტი. 

რაც შეეხება ქირის ნაწილს, როგორც ბათუმის ცენტრში, ისე გარეუბნებში სახეზეა ქირის სტაბილური მაჩვენებლები“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები