დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვერიმარანერების შესახებ

ვერიმარანერების შესახებ

18-11-2023 11:12:19

გიზიარებთ groom.ge-ს ბლოგს: ვეიმარანერი გერმანული ჯიშია, რომელიც 1800-იანი წლების დასაწყისიდან გავრცელდა, ნადირობის მიზნით, როგორც ცხოველებზე, ასევე ფრინველებზე. 1950-იანი წლებიდან კი ვეიმარანერი პოპულარული კომპანიონი ძაღლი გახდა.

საშუალო ზომის, კუნთიანი სხეულის მქონე ვეიმარანერი მოქნილი და ათლეტურია. გარდა მიმზიდველი გარეგნობისა, ვეიმარანერი მეგობრული და ინტელექტუალურია. განსაკუთრებით უყვართ სხვადასხვა ნივთის ღეჭვა, რასაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

სხვა ძაღლებთან შედარებით, მას ინტენსიური, რეგულარული ვარჯიში სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ ჭირვეულ, მომთხოვნ შინაურ ცხოველს, რომელთან გამკლავებაც გაგიჭირდებათ. ვაიმარანერს სჭირდება სოციალიზაცია და ძალიან ბევრი ვარჯიში. თანმიმდევრული სირბილი, სეირნობა და სპორტული აქტივობები მისი ცხოვრების წესი უნდა იყოს. რეკომენდირებულია სოციალიზაცია სხვა ძაღლებთან და ადამიანებთან ადრეულ ასაკშივე.

ვეიმარანერებს ხშირად ახასიათებთ ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემები:

მომნელებელი სისტემა: ხშირად აქვთ შებერილობა, შესაძლოა მძიმე ფორმებშიც, რაც საკვების ტიპზეა დამოკიდებული. სასურველია ვეტერინართან ერთად შეარჩიოთ მისი რაციონი, რომ თავიდან აიცილოთ შესაძლო პრობლემები.

ბარძაყის დისპლაზია: ბარძაყის სახსრის არანორმალური განვითარება, რაც დიდი ძაღლების ჯიშებში, როგორიცაა ვეიმარანერი, საკმაოდ ხშირია. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან – დიეტა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღიური საკვების სწორი რაოდენობა, რომ ზედმეტად სწრაფმა ზრდამ არ გაამწვავოს პრობლემა.

თვალების პრობლემები – ხშირად აწუხებთ კატარაქტა, თუმცა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში, მკურნალობას სრულად ექვემდებარება.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები