დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვახტანგ ბურკიაშვილი სებ-ის საბჭოს წევრი იქნება

ვახტანგ ბურკიაშვილი სებ-ის საბჭოს წევრი იქნება

03-02-2025 16:55:00

ვახტანგ ბურკიაშვილი, რომელიც დღემდე სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს უკვე წარუდგინა. როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სებ-ის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 4 კანდიდატის წარდგენა მოხდა.

„შემდეგი საკითხი გახლავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი პირები, რომლებიც პრეზიდენტმა წარმოადგინა. როგორც იცით, არის ოთხი ვაკანსია და პრეზიდენტმა წარმოადგინა ვაკანსიაზე კანდიდატები, კერძოდ: ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე, ლევან ძნელაძე. საკითხი განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები