დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ შევძელით ეკონომიკის გაორმაგება იმიტომ, რომ სწორად გამოვიყენეთ გეოპოლიტიკური სიტუაცია - შოთა ბერეკაშვილი

ჩვენ შევძელით ეკონომიკის გაორმაგება იმიტომ, რომ სწორად გამოვიყენეთ გეოპოლიტიკური სიტუაცია - შოთა ბერეკაშვილი

03-02-2025 18:00:00

მესმის განცხადებები, რომ ბიზნესს მოუწოდებენ, გაიფიცონ. წარმოუდგენელი მოვლენაა, რომ ბიზნესი გაიფიცოს. როგორ შეიძლება? ბიზნესი, რომელიც კერძოა, ყოველდღე პროდუქციას ქმნის, მისთვის დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა ბიზნესის გაფიცვაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მეტი პროდუქცია შექმნას და უეცრად გვესმის მსგავსი განცხადებები, რომ „გავიფიცოთ“. ეს ხომ საკუთარ ბიზნესს ანგრევს და აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი განცხადებები და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გავუფრთხილდეთ იმას, რაც შევქმენით და ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ის, რაც შევქმენით, განვავითაროთ, გვაქვს ამის შესაძლებლობა.

2020-დან 2024 წლამდე ჩვენ შევძელით ეკონომიკის გაორმაგება იმიტომ, რომ სწორად გამოვიყენეთ გეოპოლიტიკური სიტუაცია. სწორად შევაფასეთ საფრთხეები და არ შევედით იქ, სადაც საშიშროება იყო, მაგრამ შესაძლებლობებიც დავინახეთ და ამ შესაძლებლობებით შევქმენით ის, რომ ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა.

დღევანდელ პირობებში, როდესაც აშშ-ში შეიცვალა ადმინისტრაცია, ახალი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობები იქმნება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა ინვესტიციები ენერგეტიკის მიმართულებით, ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია. აქ მთავარია, პროცესები სწორად დავალაგოთ. უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სატრანზიტო კორიდორს, პორტებს, აეროპორტებს, აქაც ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ახალი პროექტები დააანონსონ. მე მივმართავ მოსახლეობას, რომ ხელი შევუწყოთ ხელისუფლებას, რომ ის საარჩევნო დანაპირები, რომელიც მან დააანონსა, შეასრულოს და ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში“, აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები