კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა თვის ჭრილში გაიზარდა
03-02-2025 18:00:00
2024 წლის დეკემბერში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 295 ერთეული შეადგინა, რაც ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 12%-იანი ზრდაა, ხოლო 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებლებთან 11%-იან კლებას მოიაზრებს. სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 054 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში 2 571 პრეტენზია.
დეკემბერში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 65%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო. მხოლოდ დეკემბერში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 272 პრეტენზია დაფიქსირდა.
რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:
- ადმინისტრაცია/მომსახურება - 436
- მომსახურების საკომისიოები - 76
- რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 10
- საპროცენტო შენატანები - 36
- სხვა გადასახდელები - 7
- ტრანზაქციები - 1269
- ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 71
- კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 4
- თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 47
- მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 21
- ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 199
- ეთიკასთან დაკავშირებული - 20
- პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 0
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #32/04 ბრძანების მოთხოვნის დარღევა ინფორმაციის მიუწოდებლობაზე - 4
- სხვა - 95