ნამდვილად უპრეცედენტო ინვესტიციაა, როგორც კაპიტალის შემოდინების თვალსაზრისით, ისე პროექტის შინაარსის და მისი კომპლექსურობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, Emaar ჯგუფის ორივე პროექტი, რასაც ინვესტორი საქართველოში განახორციელებს, სარეთო ჯამში 800-მდე ჰა ტერიტორიას მოიცავს.
„საერთო ჯამში საუბარი გვაქვს, დაახლოებით 800 ჰა ტერიტორიის განვითარებაზე, ეს არის დაახლოებით 3 მლნ კვ/მ სამშენებლო ფართი და რამდენიმე ასეული ჰა სარეკრეაციო სივრცე. მით უფრო, რომ ეს მოცულობები განთავსებულია ორ კონკრეტულ ლოკაციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე არ გვაქვს ერთი შენობის, ან შენობების კომპლექსის განვითარებასთან. არამედ საქმე გვაქვს ახალი ურბანული ეკოსისტემების შექმნასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე კონკრეტულად იმ ლოკაციებისთვის, სადაც ეს პროექტები იქნება განთავსებული“, - განმარტავს ირაკლი ნადარეიშვილი.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველოში ინვესტირებაზე Emaar ჯგუფთან მოლაპარაკებები და კონსულტაციები 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„დაახლოებით 1 წელზე მეტია, რაც ეს პროექტი დაწყებულია და მიმდინარეობდა სამუშაო, ინვესტორებთან ერთად პრინციპში მთელი საქართველო შემოვიარეთ და ვაჩვენეთ ყველა მეტ-ნაკლებად საინტერესო ლოკაცია, რომელიც მათთვის შესაძლოა ყოფილიყო საინტერესო. რა თქმა უნდა მთელი პარამეტრებია, რის შედეგადაც ისინი არჩევდნენ მიზანშეწონილობას. ორივე პროექტი გამოირჩევა იმით, რომ არის წყალთან ახლოს, წყალზე გასასვლელი აქვს. ერთ შემთხვევაში ეს არის მდინარე მტკვარი, ხოლო მეორე შემთხვევაში შავი ზღვა. თუ გადავხედავთ მათ საერთაშორისო პორტფელს, აქ დომინირებს წყალთან დაკავშირებული პროექტები და ამ ჯგუფს აქვს განსაკუთრებული გამოცდილება ასეთ პროექტების განვითარების, როგორც ევროპაში, აფრიკის ქვეყნებში, ისე ახლო აღმოსავლეთში. კონკრეტულად ვსაუბრობთ ორ ლოკაციაზე, ეს არის აჭარის შემთხვევაში გონიოს ტერიტორია. ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია. დაახლოებით 250 ჰა-ზე ვსაუბრობთ, ხოლო მეორე, ეს არის თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმდებარედ. დაახლოებით ფონიჭალის და კრწანისის მიმდებარედ. საუბარია 550 ჰა-ზე, რომელიც მტკვრის ორივე მხარეს, მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე არის განლაგებული“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
უახლესი
2 საათის წინ
ერთ წელიწადში ავიაბილეთები 1%-ით გაძვირდა5 საათის წინ
ლარის კურსი მყარდება5 საათის წინ
ვახტანგ ბურკიაშვილი სებ-ის საბჭოს წევრი იქნება