ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე ინტენსიურად მუშაობს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც კვლევების, ისე შეფასებების ნაწილში.
„სამუშაო პროცესი მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში, ჩვენ არაერთი კუთხით გვიწევს კვლევების და შეფასებების გაკეთება, როგორც ტექნიკური ისე ეკონომიკური კუთხით. ძალიან საინტერესო პროცესია. ჩვენ გვიწევს წინმსწრებით ვიფიქროთ იმაზე, რომ გაზრდილი მგზავრთნაკადისთვის ვიყოთ მზად. ასევე ავიაციაში გაქვს რეკორდული ციფრები. 7,4 მლნ-მდე გაიზარდა მგზავრთნაკადი ჩვენს სამივე საერთაშორისო აეროპორტში და ეს რა თქმა უნდა განაპირობებს იმას, რომ სწრაფი ტემპით ვაგრძელებთ ყველა იმ საჭირო კვლევის გაკეთებას, რაც ხელს შეუწყობს და ააჩქარებს ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყების პროცესს. წინა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სამუშაო გაქვს, უშუალოდ კვლევების ნაწილში. ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით და სიახლეების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებას გავაცნობთ რომელიც შესაძლოა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო ჩვენ გვქონდეს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
უახლესი
5 საათის წინ
„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა