აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ინაუგურაცია დახურულ სივრცეში გაიმართება.
„ვაშინგტონისთვის ამინდის პროგნოზი, ქარის ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა რეკორდულად დაბალი იყოს. ეს სახიფათო პირობებია ათიათასობით სამართალდამცველისა და ასიათასობით მხარდამჭერისთვის, რომლებიც გარეთ მრავალი საათის განმავლობაში იქნებიან. ამიტომ, ინაუგურაცია ჩატარდება შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის როტონდაში, როგორც ეს რონალდ რეიგანის შემთხვევაში მოხდა 1985 წელს, ასევე ძალიან ცივი ამინდის გამო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
უახლესი
5 საათის წინ
„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა