დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
United Airlines-მა Boeing 737 MAX-ზე აწყობის დეფექტები აღმოაჩინა

United Airlines-მა Boeing 737 MAX-ზე აწყობის დეფექტები აღმოაჩინა

09-01-2024 09:56:00

ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines-ის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს Boeing 737 MAX თვითმფრინავზე მოშვებული კარის ჭანჭიკები. აღნიშნულის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახურის განცხადებიდან ხდება ცნობილი.

„შაბათს წინასწარი შემოწმების დაწყების შემდეგ, ჩვენ დავაფიქსირეთ საკითხები, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია კარის მონტაჟირების პრობლემებთან, როგორიცაა ჭანჭიკები, რომლებიც შემდგომ მოჭერაა საჭირო“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ United Airlines-ს Boeing 737 MAX-ის ფრენების აკრძალვის შემდეგ, მხოლოდ 8 იანვარს 200-მდე ფრენის გაუქმება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ Boeing 737 MAX 9-სთვის ფრენების შეჩერების ბრძანება გასცა, რაც თავის მხრივ Alaska Airlines-ის ინციდენტს უკავშირდება

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები