სასმელი წყალი, საიდანაც უნდა ვიღებდეთ მას, შესაძლოა შეიცავდეს სხვადასხვა დამაბინძურებლებს, ქიმიკატებსა თუ მავნე მიკროორგანიზმებს. ?????-ს ჭკვიანი ფილტრაციის სისტემა 99.99%-ით აშორებს წყალს არასასურველ მინარევებს და შედეგად, მომხმარებელს შეუძლია იდეალურად სუფთა, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და გემრიელი წყალი მიირთვას.
Nami8 • ნამი8 ბაზარზე B2B მიმართულებით უკვე დაიმკვიდრა თავი და 2 თვის წინ ინდივიდუალურ მომსახურებაზეც გადავიდა. კომპანიას ამჟამად წყლის აპარატები და ფილტრები ისრაელიდან შემოაქვს.
კომპანია ეკუთვნის ებრაულ-ქართულ ჰოლდინგს - Tsur Group-ს, რომელიც ქართულ ბაზარზე დივერსიფიცირებული სახის ბიზნესებს ერთიანებს.
როგორც Tsur Group-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ნათია ცხადაია Business Insider Georgia- თან აცხადებს, ნამი 8-ის წყლის ფილტრაციის სისტემა ძალიან კომფორტულია, სასარგებლო და მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელზეც ინტერესი მუდმივად მატულობს და უკვე 40 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს საქართველოში.
,,ჩვენი წყალი რეალურად საკმაოდ ხისტია და ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ წყლის ფილტრაციის აპარატი, რომელსაც ქართველ მომხმარებლებს ვთავაზობთ, უნიკალური დანადგარია, რომელიც ჩვენი სიჯანსაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სისტემის ძირითადი ფუნქცია წყლის გაფილტვრაა. ჩვენ გვაქვს ბითუმი და ბითუსი მიმართულებები. წყლის კლასიკური დისპენსერი რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით მსგავსია, მაგრამ მეტად დახვეწილი და ფუნქციონალური, რომელსაც აქვს 4-ფუნქციური, წყლის ფილტრი, წყლის მილზე ერთდება და გვაწვდის ცხელ და თბილ წყალს, რომელსაც არ სჭირდება არანაირი ბოცის დადგმა და მომარაგება, დამატებითი შრომა და სხვა, რაც დამატებით ლოჯისტიკური ნიუანსებისგან გვათავისუფლებს. ეს არის ბითუმის მიმართულება. ამ სისტემაში ოთხივე ფილტრს თავისი დანიშნულება აქვს, თუ რისგან ფილტრავს წყალს. რაც შეეხება ბითუსს, ვიზუალურად ყავის აპარატს ჩამოჰგავს, წყლის მილზე ერთდება, მაღალტექნოლოგიურია და ექვსსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემით გამოირჩევა“, - განმარტავს ნათია ცხადაია.
მისი თქმით, ნამი 8 იდეალურია ბავშვებისთვის, რადგან 99.99%-ით ფილტრავს წყალს და გამორიცხავს მასში მიკროორგანიზმებისა თუ ქიმიკატების არსებობას. თითის ერთი დაჭერით კი შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობის გაფილტრული წყლის მიღება სპეციალურ, საბავშვო რეჟიმზე.
,,მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალმხრივ საჭირო, საინტერესო და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს, რომელიც პოპულარულია როგორც კომპანიებისთვის, კერძო პირებისთვისაც. მისი გამოყენებით, კომპანიებს უმარტივდებათ ლოჯისტიკური პროცედურა, რაც პლასტმასის ავზების ტრანსპორტირებასა და დასაწყობებას უკავშირდება. ასევე ყველა იმ კომპანიას, სადაც ჩვენი დისპენსერები აყენია, სრულ ტექნიკურ მომსახურებას ვუწევთ 24 საათის განმავლობაში. პროდუქტი როგორც ტექნოლოგიურად არის გამართული, კომპანიისთვის არის მომგებიანი კომერციულად და ხარისხის კუთხითაც. მაღალი მოთხოვნაც ამით არის განპირობებული. ჩვენი სერვისით 140-ზე მეტი კომპანია სარგებლობს, მთლიანობაში 40 000-ს აბონენტს გავცდით“, - აცხადებს ნათია ცხადაია.
ცნობისთვის, ნამი 8 ქართულ-ებრაულ ჰოლდინგ Tsur Group-ში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს.
გაფილტრული წყლის აპარატების კომპანია 2-3 წელიწადში საქართველოში წყლის ფილტრებისა და აპარატების წარმოების დაწყებას გეგმავს. აღნიშნული პროდუქცია საქართველოდან ექსპორტზეც გავა.
უახლესი
13 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე15 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს