იმ ახალგაზრდებს, ვისაც განათლების მიღება საზღვარგარეთ სურთ, საქართველოს ბანკი უკვე 10 წელზე მეტია აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ ბანკის სტიპენდია Fulbright-ის, CHEVENING-ის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაში და სასურველ უნივერსიტეტებში სრულიად უფასოდ ისწავლონ.
საქართველოს ბანკმა უკვე გამოავლინა 60-მდე სტიპენდიატი, რომლებმაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლა დიდი ბრიტანეთისა თუ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელეს, და ბერლინში არსებულ, კრეატიული ინდუსტრიის ლიდერ Miami Ad School Europe-ში ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია ფარავს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს.
საერთაშორისო სტიპენდიების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალურად კი Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის გამარჯვებული, თამუნა პაპავა გვესაუბრება.
თამუნა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში (Georgetown University), ქალაქ ვაშინგტონში სწავლობდა, შემდეგ სტაჟირების პროგრამა Amazon-ში გაიარა, ამჟამად კი პროფესიონალი ქოუჩის ამპლუაში აგრძელებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
როგორც გვიყვება, Fulbright-მა გაუმყარა მას რწმენა, რომ დასახული მიზნების მიღწევა მონდომებითაა შესაძლებელი.
„Amazon-ის წარმომადგენლების პრეზენტაციის შემდეგ აჩემებული მქონდა, რომ ძალიან მინდოდა ამ კომპანიაში სტაჟირების გავლა. ყველა ჩემს კურსელს, ვინც გასაუბრების ეტაპზე დაიბარეს, ან ტექნოლოგიებში ჰქონდა გამოცდილება მიღებული ან საცალო გაყიდვების ინდუსტრიაში, მე - არცერთში. თითქოს და შანსი არ უნდა მქონოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მონდომებას დამატებული საკონსულტაციო ბიზნესში მრავალფეროვანი გამოცდილება და Fulbright-ის პროგრამაში მოპოვებული სტიპენდია გადამწყვეტი აღმოჩნდა“, - გვიყვება თამუნა.
ამბობს, რომ სტაჟირების პროგრამისთვის აპლიკაციების მზადება საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ „მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ სწავლის დასრულების შემდეგ რა შესაძლებლობები გამოჩნდება“.
„Fulbright-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი საკუთარ გამარჯვებულებს სწავლისა და ცხოვრების ყველა ხარჯს სრულად უფინანსებს და ხშირ შემთხვევაში, პროგრამის მეშვეობით, ამერიკაში სამუშაო გამოცდილების მიღების შანსიც ეძლევათ. გარდა ამისა, ამ პერიოდთან დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს და უკან რომ ვიხედები, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო, ფერად დროდ მახსენდება“.
ამიტომ, ყველას, ვისაც საზღვარგარეთ ცოდნის მიღება სურს, ურჩევს, ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა.
ზოგადად საზღვარგარეთ სწავლის მნიშვნელობაზე საუბრისას კი ამბობს, რომ ეს არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ მიიღო განათლება წამყვან უნივერსიტეტებში, არამედ დააგროვო დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ყოველდღიურობისგან განსხვავებულ და სრულიად უცხო გარემოში, რაც საკუთარი თავის გაცნობაში გეხმარება.
“უკან რომ იხედები ადვილია თქვა, რომ რაღაცას სხვანაირად გააკეთებდი. მაგრამ ფაქტია ყველანი მოცემულ მომენტში იმ საუკეთესო არჩევანს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ახლა რომ ვფიქრობ ალბათ მეტ ენერგიასა და რესურსს ჩავდებდი იმაზე ფიქრში და მსჯელობაში, თუ რისი სწავლა მინდოდა, რატომ ბიზნესის ადმინისტრაცია. ამ გამოცდილებამაც იქონია გავლენა იმაზე, თუ რატომ შევიცვალე პროფესია და გავხდი ქოუჩი - უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანებს დავეხმარო იმის აღმოჩენაში თუ სინამდვილეში რისი კეთება უნდათ, სად იგრძნობენ თავს ბედნიერად და რეალიზებულად. საბოლოო ჯამში, ფულბრაიტმა აღმომაჩენინა, თუ რისი კეთება მინდოდა თავად მე“, - ამბობს თამუნა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
უახლესი
16 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით