Geo Flower-ის ძირითადი საქმიანობაა ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამუშავება. წლიურად დაახლოებით 5 000 ტონამდე ნედლეულს ვამუშავებთ, რომლის უდიდესი ნაწილიც ექსპორტზე გადის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Geo Flower-ის დამფუძნებელმა გოჩა ძნელაძემ განუცხადა.
Geo Flower-ის დამფუძნებლის განცხადებით, წარმოებული ქართული გამომშრალი ხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია.
„ამ დროისთვის კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქცია ექსპორტზე გადის გერმანიაში, თურქეთში, რუსეთსა და პოლონეთში. წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილს აქვს ორგანული პროდუქტის სერტიფიკატი“, - ამბობს გოჩა ძნელაძე.
Geo Flower-ი გამომშრალი ხილის პროდუქციის დასამზადებლად ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.
„ნედლეულის შეგროვება პრაქტიკულად საქართველოს ყველა რეგიონში ხდება და ამ პროცესში ადგილობრივი ფერმერები არიან ჩართული. ვიღებთ ფერმერებისგან წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს.
2020 წელს კომპანიამ შექმნა ქართული ორგანული ჩაის ბრენდი „მონთი“, რომლის ნედლეული მზადდება ტყიბულის რაიონის მაღალმთიან ზონაში. „მონთის“ ბრენდის ქვეშ გვაქვს 7 სახეობის პროდუქცია. მინდა ხაზი გავუსვა ხილისა და მცენარეული ჩაის, ე.წ. დეტოქს ჩაის, რომელსაც ძალიან კარგი სამკურნალო თვისებები გააჩნია. „მონთი“ წარმოდგენილია ყველა დიდ სუპერმარკეტში და ამ ბრენდის ქვეშ წარმოებულ ჩაიზე მოთხოვნა პროდუქტის გაყიდვაში ჩაშვების დღიდან მზარდია“,- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
მიმდინარე წელს Geo Flower-ი ექსპორტზე ჩინეთში გეგმავს გასვლას. როგორც Business Insider Georgia-ს Geo Flower-ის დამფუძნებელმა გოჩა ძნელაძემ განაცხადა, გეგმავენ გამომშრალი დაფნის წარმოებას და ჩინეთში ექსპორტს.
უახლესი
5 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს10 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება