წინ და წინ - წარმატებისკენ, მეტი შესაძლებლობების, ზრუნვის, ინოვაციებისა და განვითარებისკენ! - „თეგეტა ჰოლდინგი“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. „წინ და წინ“ - ამ სახელწოდების ქვეშკომპანიამ თავისი განვითარების გზასთან ერთად გააერთიანა სურვილი, რომ ფართო საზოგადოებამსაკუთარი ძალების ირწმუნოს. ირწმუნოს ის, რაც თეგეტას გუნდმა 30 წლის წინათ დაიჯერა დამოკრძალებული მაღაზია საავტომობილო ინდუსტრიად და რეგიონის ლიდერ კომპანიად აქცია.
უკვე სამი ათწლეულია, „თეგეტა“ ქვეყანასა და რეგიონში ავტოინდუსტრიას ცვლის. ჰოლდინგიკომერციულ საქმიანობას 4 კონტინენტზე ახორციელებს. პარალელურად ქმნის საავტომობილოინფრასტრუქტურას, რომლის ანალოგსაც არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ ევროპაშიციშვიათად შეხვდებით. სწორედ განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით დააგროვა „თეგეტამ“ საზოგადოების ნდობა და ამ გზაზე სიარულს არ წყვეტს. ავტოინდუსტრიის ლიდერის სტატუსმა„თეგეტას“ პასუხისმგებლობასთან ერთად უფლებაც მისცა „წინ და წინ“ საკუთარ იდენტობასდაუკავშიროს და წარმატების გამოცდილება ახლა უკვე სხვასაც გაუზიაროს.
ვერიკო სუჯაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარიოფიცერი: „თეგეტა ჰოლდინგი“ მალე 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში კომპანიას გამოცდილებაც ბევრიდაუგროვდა და სათქმელიც. გვინდა, რომ „თეგეტას“ მაგალითზეკიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რომ წარმატებისთვისმთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, დაისახომიზანი და გაჰყვე მას თამამად, „წინ და წინ“.
ავტოინდუსტრიის ლიდერად ჩამოყალიბების გზაზე, განვითარებადა ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტები. ეს იქნებათანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობა, განათლებისხელშეწყობა, ინოვაციების დანერგვა, ქალთა გაძლიერება თუგარემოზე ზრუნვა. ამჯერად ყველაფერს ერთად მოვუყარეთ თავი, კამპანიის „წინ და წინ“ ქვეშ გავაერთიანეთ და აქტივობებირამდენიმე ეტაპად გავწერეთ. გვინდა, რომ ჩვენი ხმა ფართოსაზოგადოებამდე მივიტანოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომგანვითარების ამ გრძელ გზაზე ყოველთვის ვგრძნობდით მათმხარდაჭერას და ნდობას. ახლა კი, ჩვენი მხრივ, გვინდა ვუთხრათ, რომ საკუთარი თავისრწმენასა და ერთმანეთის მხარდაჭერას ნამდვილად შეუძლია დადებითი ცვლილებებისმოტანა. კამპანიის მთავარი მესიჯის გარდა, ასევე ვისაუბრებთ იმ სიახლეებზე, რომლებსაც „თეგეტა“ უახლოეს მომავალში გეგმავს.“
კამპანია „თეგეტას“ საიმიჯო ვიდეორგოლით იწყება. შემოქმედებით ჯგუფს რთული მისია დაეკისრა: კომპანიის თითქმის სამი ათეული წელი წამებში უნდა მოეყოლა. მოკლე, მაგრამ დამაჯერებელიუნდა ყოფილიყო მთავარი სათქმელიც. ვისთვისაც სიტყვები საკმარისი არ არის, თავად უნდა სცადოსდა დარწმუნდება, რომ გრძელ და რთულ გზაზე „წინ და წინ“ სიარულს გამარჯვებასთანაც მიჰყავხარდა ახალ-ახალ მარშრუტებსაც გამოაჩენს.
კამპანიის მთავარი მესიჯების ფონზე მალე წარმატების ისტორიებსაც მოვისმენთ. თავიანთიგამოცდილების შესახებ საზოგადოებისათვის ის კარგად ნაცნობი ადამიანები ისაუბრებენ, რომელთა მიღწევები არა მხოლოდ პირადი წარმატება, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.
კამპანიის ფარგლები საზოგადოება „თეგეტას“ სტიპენდიატებსა და „თეგეტა აკადემიის“ იმსტუდენტებსაც გაიცნობს, ავტოინდუსტრია მხოლოდ შორეულ მიზნებად რომ ესახებოდათ, რეალურად კი იქვე, გზად ყოფილა. გზად, რომელსაც ვერ გაიკვლევ, თუ გარემო მწვანე და ჰაერისუფთა არ არის. ეკოლოგიაზე ზრუნვა დიდი ხანია „თეგეტამ“ ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად აქცია დაშვილობილი კომპანია Tegeta Green Planet დააარსა, რომელიც თავის სათქმელს ამ კამპანიაშიც იტყვის.
მოსაყოლი გასულ 29 წელიწადში „თეგეტას“ ბევრი დაუგროვდა და, შესაბამისად, კამპანიაცმასშტაბური დაიგეგმა. უყურადღებოდ არ დარჩება არცერთი ის მიმართულება, რომლებიც კომპანიამპრიორიტეტად წლების წინ გამოაცხადა და ერთგულად მიჰყვება. წინ 2025 წელი და „თეგეტას“ 30 წლის დაბადების დღეა, რომელსაც რთულ 90-იან წლებში დაბადებული პატარა მაღაზია 40-მდეშვილობილი კომპანიით, 300-ზე მეტი მსოფლიო პარტნიორითა და რეგიონულიწარმომადგენლობებით ხვდება.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა დაცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრსსთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო დაინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზეახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორებიარიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესიიმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღესსაქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
უახლესი