საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეთა სია ცნობილია. როგორც პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ცესკოს 4 კანდიდატის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ: ძაგანია გიორგი, ჭიქაბერიძე გიორგი, ჯავახაძე დიმიტრი და ჯავახიშვილი გიორგი.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად კონკურსი დეკემბერში გამოაცხადა. მანვე შექმნა საკონკურსო კომისია, რომელიც კანდიდატებს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
ცესკოს პროფესიული წევრებიდან ერთს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის დეკემბერში გაუვიდა, ხოლო სამ წევრს თებერვალში გასდის.
პარლამენტი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ ცესკოს პროფესიულ წევრებს თებერვალში აირჩევს.
უახლესი
8 საათის წინ
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა9 საათის წინ
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"12 საათის წინ
ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე