დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წერტის მაღაზია ვაკეში ოფიციალურად იხსნება

წერტის მაღაზია ვაკეში ოფიციალურად იხსნება

23-12-2023 12:10:00

ეს დღეც დადგა და წერტის მაღაზია ვაკეში ოფიციალურად იხსნება!

24 დეკემბერს, 16:00 საათიდან შესაძლებლობა გაქვთ ეწვიოთ წერტის ახალ სივრცეს, სადაც კომპანია დეგუსტაციასაც დაგახვედრებთ. ადგილზე შეძლებთ, რომ დააგემოვნოთ ყველა პროდუქტი, რომელსაც წერტი თქვენი საახალწლო სუფრებისთვის ამზადებს.

მისამართი: თაქთაქიშვილის (ყოფილი რიგის) ქუჩა N 7/9

წერტის ყველა სხვა ფილიალში ტრადიციული დეგუსტაციის დღე გელით.

მისამართები:

ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა N 9

ალ. ყაზბეგის გამზ. N15

წყალტუბოს ქუჩა N10

ცნობისთვის, კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს, „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს. 

კომპანია ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს 2019 წლიდან აწარმოებს. 2020 წლიდან კი, საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები