დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის - ოთარ შამუგია

წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის - ოთარ შამუგია

20-06-2024 11:01:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან   და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან  ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში კომპანია „აგროველის“ მოცვის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

„ვაგრძელებთ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს. ვისმენთ ფერმერების საჭიროებებსა და  მოსაზრებებს, ვეცნობით მიმდინარე პროცესს. ახლა მოცვის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის აქტიური სეზონია. წელს ველოდებით  მოცვის  წარმოების და ექსპორტის  გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის.  მომავალ წლებში ეს მაჩვენებლები მზარდი იქნება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ფერმერებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

შპს „აგროველის“ დამფუძნებლის ირაკლი ფირცხალაიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო იმისათვის, რომ მათი საქმიანობა განვითარებულიყო. 

შპს  „აგროველი“ 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს;  კომპანია 2024 წლის სეზონზე 120-130 ტონა მოსავალს ელოდება. აქტიურად მიმდინარე კრეფის პროცესის პარალელურად,  მოცვი ექსპორტზე გადის სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. მათ მიერ, ამ  ეტაპზე, უკვე განხორციელებულია 55 ტონა მოცვის ექსპორტი. პლანტაციაში მუდმივად 20,  სეზონურად კი, 300 დასაქმებულია.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ტექნიკური დახმარების პროგრამა“ და ასევე, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის  გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი  162  მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 29  მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის,  იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია  22 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება. 

საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 50,4 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,864 ჰექტარზე მოცვის გაშენება. მათ შორის, იმერეთის რეგიონში  581 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება თანადაფინანსებულია 10,4 მლნ ლარით.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები