Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
„2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო, ხოლო საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა 2023 წელს. დეკემბერში ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება ძირითადად სურსათის ფასების წლიურმა 3.1%-იანმა კლებამ განაპირობა. ამასთან, დეკემბერში საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 1.9% შეადგინა, ხოლო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპი 3.6%-მდე შენელდა ნოემბერში დაფიქსირებული 3.8%-დან. 2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-2.7% წ/წ, -0.92პპ), ჯანდაცვა (-3.8% წ/წ, -0.37პპ), ტრანსპორტი (+5.1% წ/წ, +0.65პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.4%, +0.24პპ) და საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+2.3%, +0.24პპ)“,- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
უახლესი
2 საათის წინ
Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს3 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“