დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს რეალურად 10-15%-ით მეტი ჯავშანი გვქონდა - Crystal Hotel & SPA ზამთრის ტურსტულ სეზონს აჯამებს

წელს რეალურად 10-15%-ით მეტი ჯავშანი გვქონდა - Crystal Hotel & SPA ზამთრის ტურსტულ სეზონს აჯამებს

28-02-2025 17:00:00

წელს რეალურად 10-15%-ით მეტი ჯავშანი გვქონდა, ასე აფასებს ბაკურიანში მდებარე სასტუმროს Crystal Hotel & SPA-ს რეზერვაციის მენეჯერი 2024-2025 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონს. 

გიორგი მაისურაძის განმარტებით, ბოლო პერიოდში Crystal Hotel & SPA-ს გაფართოვდა და დღეისათვის უკვე 172 სასტუმრო ნომერს აერთიანებს. 

„ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ კარგი იყო, თუ რა თქმა უნდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ. წელს რეალურად 10-15%-ით მეტი ჯავშანი იყო. თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წინა წელთან შედარებით ჩვენი სასტუმრო გაფართოვდა და დღეს უკვე გაქვს 172 სასტუმრო ნომერი, მანამდე კი სასტუმრო 108 ნომრისგან შედგებოდა. 

ამ ეტაპზე Crystal Hotel & SPA 80-85%-იანი დატვირთვით მუშაობს და ასეთი დატვირთულობა გაგრძელდება 10 მარტამდე. მარტის შუა რიცხვებიდან ბაკურიანი სეზონი რჩება და შედარებით ნაკლებ ჯავშანია. მაგრამ საკმაოდ მაღალი მოლოდინებია აპრილ-მაისზე. ამ პერიოდში იწყება მოგზაურთა ჯგუფების ჩამოსვლა ეს არიან მოგზაურები: საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან და ასევე ჩვენ აქტიურად ვმასპინძლობთ სხვადასხვა სპორტულ შეკრებებს“, - აცხადებს Crystal Hotel & SPA-ს რეზერვაციის მენეჯერი

მისივე განმარტებით, სასტუმროში სტუმრების პროცენტული თანაფარდობა საკმაოდ ცვალებადია. 

„იანვრის პირველ ნახევარში, დაახლოებით 80%-ი Crystal Hotel & SPA-ს სტუმრები არიან მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ეს არის სომხეთი და აზერბაიჯანი. 20%-ი კი ქართველი ვიზიტორები გვყავს. რუსეთის ფედერაციიდან და ევროპიდან ამ პერიოდი სტუმრები თითქმის არ გვყოლია. 

თებერვალში სტუმრების უმეტესობა, 80%-ი უკვე ქართველები არიან, ხოლო დანარჩენი 20%-ი სტუმრები ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“, - ამბობს გიორგი მაისურაძე.

Crystal Hotel & SPA, რომელიც 2009 წელს გაიხსნა 172 სასტუმრო ნომრისგან შედგება და ერთდროულად 400-მდე სტუმრის მიღება შეუძლია.

Crystal Hotel& SPA მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის სასრიალო საბაგიროდან რამდენიმე წუთში.

კომპლექსის ტერიტორიაზე, კრისტალის საკურორტო ზონაში განთავსებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო – საკუთარი გონდოლებიანი და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგირო , 6 კმ-იანი კრისტალის სათხილამურო ტრასა, 350 მეტრიანი საბავშვო საბაგირო, ინსტრუქტორები, ყინულის საციგურაო მოედანი, სნოუ თუბინგი, სასრიალო ინვენტარის გაქირავების ცენტრი, კეთილმოწყობილი ტყე-პარკი, რესტორნები, კაფეები, ბარები. სასტუმროში ასევე არის სპორტ დარბაზი პროფესიონალი სპორტსმენების სპორტული შეკრებებისთვის.

სასტუმროში შეძლებთ ისარგებლოთ: საცურაო აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, ჯაკუზით, ფინური საუნით, თურქული ჰამამით და სპა პროცედურებით.

სასტუმროში კარგად და ბედნიერად დასვენების ყველა წინაპირობაა: დახვეწილი დიზაინის ნომრები, უმაღლესი ხარისხის მომსახურება, პრაქტიკული ადგილმდებარეობა, საუკეთესო ხედები და სხვა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები