დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Galt & Taggart-ი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო 5%-იანი მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით გადახედვას მოიაზრებს

Galt & Taggart-ი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო 5%-იანი მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით გადახედვას მოიაზრებს

28-02-2025 18:00:00

Galt & Taggart-ი განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2025 წლის ეკონომიკური ზრდის გადახედვას მოიაზრებს საბაზისო 5%-იანი მაჩვენებლიდან ზრდის მიმართულებით. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ინფლაციის, მონეტარული პოლიტიკის და მშპ-ს კომპონენტზე:

ეკონომიკური ზრდა | საქართველოს ეკონომიკური ზრდა იანვარში დაჩქარდა და 11.1%-ით განისაზღვრა, წინა თვის 6.7%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროფესიული და სამეცნიერო, ტრანსპორტის, სამშენებლო, ICT, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორებში გაზრდილი აქტივობით. იანვრის ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, Galt & Taggart-ი ეკონომიკური ზრდის საბაზისო საპროგნოზო 5%-იანი მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით გადახედვას მოიაზრებს, მას შემდეგ, რაც თებერვლის წინასწარი მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი.

ინფლაცია | იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.0% შეადგინა. Galt & Taggart-ი 2025 წელს საშუალო წლიურ ინფლაციას 3.9%-ს ველოდებით.

მონეტარული პოლიტიკა | 2025 წლის 29 იანვარს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 8.0%-ზე შენარჩუნების შესახებ. Galt & Taggart-ი  ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკი 2025 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს რეფინანსირების განაკვეთს 8.0%-ზე.

Galt & Taggart-ის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2025 წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან მიმართებით 2,88 იქნება. 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები