თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზედასავლეთ საქართველოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი ყველაფერს აკეთებსიმისთვის, რომ გადაიჭრას ყველა პრობლემა, რომლებიც დიდთოვლობამ გამოიწვია.
„როგორც იცით, დასავლეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა სტიქია მძვინვარებს. დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად პრემიერ-მინისტრისხელმძღვანელობით შექმნილია საკოორდინაციო შტაბი და ყველაფერი კეთდება სტიქიით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციოდ. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზებისგაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრალურ დაადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, თითოეულ ადამიანს, პირველ რიგში ჩვენსსამხედროებს და მაშველებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ დაჩართული არიან დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში“, - განაცხადა გიორგიტყემალაძემ.
უახლესი
7 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა