თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა, თინათინ ნიბლოშვილმა წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის 2024 -2025 წლების ანგარიში წარადგინა და საბჭოს მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს საქმიანობიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების დოკუმენტის მიღება დაასახელა. მისი განმარტებით, დოკუმენტის მიღება და პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენება სექსუალური შევიწროების შემთხვევების თავიდან აცილებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმაციფრულ ეკონომიკაში ქალთა გაძლიერების ხელშეწყობასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსისთან" მემორანდუმის ფორმატში თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამშრომლობა მიზნად ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ძალადობის პრევენციასა და ონლაინ სივრცეში ელექტრონული უსაფრთხოების პრინციპების დაცვას ისახავს.
„გასულ წელს სხვადასხვა აუდიტორიასთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: ონლაინ სიძულვილის ენა გენდერული ნიშნით; ტექნოლოგიებით განხორციელებული გენდერული ძალადობა; ქალებისა და გოგონების კიბერშევიწროება და მათი კიბერბულინგი, რაც ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საბჭოს თავმჯდომარემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის კიდევ ერთ პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ახორციელებს. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, პროექტი მეწარმე ქალების საქმიანობის მხარდაჭერასა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ანგარიშში თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს მიერ ქალი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზეც ისაუბრა, რომელთაც გენდერული თანასწორობის საბჭო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ატარებს. ამას გარდა, თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს მიერ განხორციელებულიპროექტებიდან ერთ- ერთ წარმატებულად წლების წინ დაწყებული საინფორმაციო კამპანია ,,შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ დაასახელა, რომელიც ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების გაზრდას ემსახურება. მისი თქმით, კამპანია საბჭოს ინიციატივით, „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით ხორციელდება და მის ფარგლებში არაერთი აქტივობა ჩატარდა.
თინათინ ნიბლოშვილმა ხაზი გაუსვა საბჭოს ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს თანამონაწილეობით გენდერული აუდიტის ჩატარებას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის.
ამას გარდა, საბჭოს თავმჯდომარემ, თავის გამოსვლაში, მნიშვნელოვნად შეაფასა ქალთა იშვიათი პროფესიების მხარდაჭერასა და მათ პოპულარიზაციაზე მიმართული აქტივობები, რომლებიც დედაქალაქის მერიის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების და დასაქმებისხელშეწყობის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ განმახორციელებელი პროფესიულისასწავლებლების ჩართულობით განხორციელდა.
„აქტივობების მიზანს პროფესიულ განათლებასა და კარიერულ განვითარებაში ქალთა და კაცთა როლებთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის ხელშეწყობა და ქალთა პროფესიული არჩევანის წახალისება წარმოადგენდა, რაც კარიერულ განვითარებასა და დასაქმებასთან მიმართებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის უფლებას უზრუნველყოფს“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
უახლესი
4 წუთის წინ
„ჟოლი“ საკუთარი მაღაზიის გახსნას განიხილავს