დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Galt & Taggart 2025 წელს 3.9%-იან საშუალო წლიურ ინფლაციას პროგნოზირებს

Galt & Taggart 2025 წელს 3.9%-იან საშუალო წლიურ ინფლაციას პროგნოზირებს

28-02-2025 17:23:00

Galt & Taggart განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2025 წელს 3.9%-იან საშუალო წლიურ ინფლაციას პროგნოზირებს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის და მონეტარული პოლიტიკის კომპონენტზე:

ეკონომიკური ზრდა: საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა, იანვარში 11.1%-ით, წინა თვის 6.7%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროფესიული და სამეცნიერო, ტრანსპორტის, სამშენებლო, ICT, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორებში გაზრდილი აქტივობით. იანვრის ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, Galt & Taggart-ი ეკონომიკური ზრდის საბაზისო საპროგნოზო 5%-იანი მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით გადახედვას მოიაზრებს, მას შემდეგ, რაც თებერვლის წინასწარი მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი.

ინფლაცია: იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.0% შეადგინა. Galt & Taggart-ი 2025 წელს 3.9%-იან საშუალო წლიურ ინფლაციას ელის.

მონეტარული პოლიტიკა: 2025 წლის 29 იანვარს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 8.0%-ზე შენარჩუნების შესახებ. მიუხედავად იმისა, გასული წლის ეკონომიკური ზრდსა და ინფლაციის 3.0%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი მონაცემებისა, ეროვნული ბანკმა განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების მთავარ მიზეზად მნიშვნელოვანი გაურკვევლობა დაასახელა. ეს გაურკვევლობა გამოწვეულია როგორც შიდა ეკონომიკური პირობებით, ასევე მიმდინარე გეოპოლიტიკური არასტაბილურობით. Galt & Taggart  ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკი 2025 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს რეფინანსირების განაკვეთს 8.0%-ზე.

Galt & Taggart-ის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2025 წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან მიმართებით 2,88 იქნება. 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები