აპლიკაცია Tripcamp-ი, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს საქართველოში დასვენებას სთავაზობს, სომხეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს.
როგორც აპლიკაცია Tripcamp-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ხატია სვანაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, ამ პროექტის განხორციელებას USAID - ის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ტურიზმის პროგრამის მხარდაჭერით გეგმავენ.
„უკვე გვყავს პარტნიორი სომხეთში და 2025 წლიდან სომხეთის ბაზარზეც ვიქნებით წარმოდგენილი. აპლიკაცია იქნება ადაპტირებული იმ ბაზრისთვის, დაემატება სომხური ენა და საქართველოს პარალელურად, სომხეთში არსებულ ობიექტებსაც შევთავაზებთ მომხმარებელს. Tripcamp-ით ტურისტები სომხეთიდანაც ისარგებლებენ და ვეცდებით, რომ რეგიონული ტურიზმის განვითარების კუთხითაც ჩვენი წვლილი შევიტანოთ",- განაცხადა ხატია სვანაძემ.
Tripcamp-ი უკვე მეორე წელია ბაზარზეა. „ ეს არის მობილური აპლიკაცია, რომელიც შექმნილია ექსკლუზიურად ქალაქგარეთ დასვენების მოყვარული მოგზაურებისთვის. ჩვენი პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს მოგზაურებს, რომ ერთ სივრცეში დაგეგმონ დასვენების სრული პროცესი. არა მარტო იპოვონ დასარჩენი ადგილი, არამედ მიიღონ ინფორმაცია ლოკალური გამოცდილების შესახებ. კერძოდ, სად შეიძლება დააგემოვნონ ლოკალური კერძი, რა აქტივობით დაკავდნენ, ეს იქნება ცხენით ჯირითი, თევზაობა თუ ნებისმიერი სხვა ბუნებასთან დაკავშირებული აქტივობა. ამავდროულად, დამსვენებელს ჰქონდეს ინფორმაცია ივენთების შესახებაც, თუ რა ღონისძიებაა დაგეგმილი მათთვის სასურველი დასვენების ლოკაციებზე.'' - განაცხადა ხატია სვანაძემ.
რაც შეეხება სერვისს პროვაიდერების/მასპინძლების შერჩევის პრინციპს, რომლებსაც შეუძლიათ აპლიკაციას დაემატნონ, Tripcamp-ს სპეციალური კრიტერიუმები აქვს.
„ძირითადი კრიტერიუმია, რომ უნდა ობიექტი უნდა იყოს ბუნებასთან დაკავშირებული და არ უნდა იყოს ასოცირებული ქალაქთან. ნებისმიერ სერვის პროვაიდერს აქვს საშუალება, რომ დაემატოს აპლიკაციას. ეს იქნება დასარჩენი ადგილის - კოტეჯის/გლემპინგის მფლობელი, თუ ორგანიზაცია, ვინც ბუნებასთან დაკავშირებულ აქტივობებს გეგმავს. საწყის ეტაპზე ჩვენ პროაქტიულად ვუკავშირდებოდით მსურველებს. ახლა კი აპლიკაციაზე მოთხოვნა მაღალია და თავად გვემატებიან. დღეს უკვე Tripcamp-ი 400-ზე მეტ სერვის პროვაიდერს აერთიანებს", - განაცხადა აპლიკაცია Tripcamp-ის დამფუძნებელმა.
ამ დრისთვის აპლიკაციას 50 000 -ზე მეტი გადმომწერი ჰყავს და 1 500-ზე მეტ მომხმარებელს უკვე მოემსახურა.
უახლესი
34 წუთის წინ
„არქი“ ლისი სანრაიზის პროექტს იწყებს1 საათის წინ
ლარი ევროსთან კიდევ გამყარდა2 საათის წინ
Tripcamp-ი სომხეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს