მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ოპტიმისტური ვარაუდით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9% იქნება - ლევან დავითაშვილი

news image

ვფიქრობთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებული და ეფექტური პოლიტიკა ვაწარმოეთ ეკონომიკის განვითარების კუთხით, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოგვცა, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში, რუბრიკა Business Insider Georgia-ში პირდაპირი ჩართვისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. 

„საშუალოდ წლის განმავლობაში 9,8%-ით იზრდებოდა ეკონომიკა. საქართველომ შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდა გასულ წელსაც და მიმდინარე წელსაც, მიუხედავად წინსაარჩევნო ვნებათაღელვისა საქართველოს ეკონომიკა 9,8%-ით იზრდება პირველი სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით. ჩვენი პროგნოზით ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და წლის განმავლობაში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. ჩვენი ოპტიმისტური ვარაუდით, 2024 წელს ეს 9%-ი უნდა იყოს, რაც საკმაოდ მაღალია.

საქართველო უნდა იყოს ლიდერი ეკონომიკური ზრდის კუთხითაც, შემდეგი 5 წლის განმავლობაში. ასეთია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზი. ამას განაპირობებს ის, რომ ჩვენი პოლიტიკა არის საკმაოდ მდგრადი, როგორც გარე ისე შიდა შოკების მიმართ. ეს საკმაოდ კონსერვატიული მიდგომები მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნების კუთხით, საუბარია ბიუჯეტის დეფიციტზე, საუბარია საგარეო ვალზე. იცით, რომ მაღალი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად გვაქვს დაბალი ინფლაცია, რამაც საშუალება მოგვცა, რომ მონეტარული პოლიტიკა შეგვემსუბუქებინა. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ მომავალ წლებში გაქვს რეზერვები ეკონომიკაში, რომ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მოსახლეობის კეთილდღეობასთან.

ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მაღალი აქტივობებით, ეს არის ვაჭრობის სფეროში, მშენებლობის სფეროში, ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი. საქონლის ექსპორტის მიხედვით, ჩვენ მიმდინარე წელს 5,5 მლრდ დოლარი გაქვს, რაც გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია წლის მეორე ნახევარში ექსპორტის მაჩვენებლები, მიუხედავად რთული სიტუაციისა წლის დასაწყისში ძირითად საექსპორტო პოზიციებზე, გამომდინარე საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლებში მომსახურების ექსპორტის ტენდენცია, საუბარია ტურისტულ მომსახურებაზე. აქ მართლაც შეინიშნება ბოლო წლებში უწყვეტი ზრდა. მიმდინარე წელსაც ჩვენ ზრდა გაქვს გასულ წელთან შედარებით ტურისტული მომსახურების ექსპორტში, ამას ემატება საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ძალიან მზარდია. აქაც ზრდა გვექნება მიმდინარე წელსაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო სფეროს მომსახურების ექსპორტი. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველაფერი მდგრადად, საშუალო ვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ“, - განმარტავს ლევან დავითაშვილი.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა