მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ახალ ფაზაში გადადის

news image

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პროექტი ახალ ფაზაში გადადის. როგორც დღეს „იმედის დილის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ში ჩართვისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, “გადავდივართ საზღვაო ფსკერის შესწავლის დეტალურ ეტაპზე“.

„რაც შეეხება შავი ზღვის მაღალი ძაბვის დამაკავშირებელ ხაზს, რომელიც სამხრეთ კავკასიას დააკავშირებს ევროპასთან, არის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი. ეს იყო საქართველოს ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური 2022 წლის შემდეგ გახდა. პროექტში ჩართულია ბევრი ქვეყანა და ეს ევროკავშირის უსაფრთხოების ნაწილიცაა, არამხოლოდ საქართველოში გაზრდის ენერგო შესაძლებლობებს, ასევე ენერგო უსაფრთხოების კუთხითაც იქნება მნიშვნელოვანი. ეს პროექტიც მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტიანად, გეგმაზომიერად. ანუ რაც დაგეგმილი იყო სრულდება ვადებში. დასრულებულია ტექნიკურ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა. ზაფხულში ჩვენ მივიღეთ ძირითადი მონაცემები ჩვენი საკონსულტაციო კომპანიისგან. ახლა გადავდივართ უკვე საზღვაო ფსკერის შესწავლის დეტალურ ეტაპზე, ამაზე უკვე იცით, რომ დაფინანსება არსებობს მსოფლიო ბანკიდან. მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მიმდინარეობს კონკრეტული შესყიდვის პროცედურები. პარალელურად რუმინელ პარტნიორებთანერთად მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიური სამუშაო ევროკავშირთან, რათა პროექტს მიენიჭოს განსაკუთრებული სტატუსი, რაც დამატებითი დაფინანსების მოძიების საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, პირდაპირ დაკავშირებას მოვახდენთ ევროპასთან. ფიზიკურ დაკავშირებაზეა საუბარი ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ზოგადად ეს იმ დიდი ხედვის ნაწილია, როდესაც საქართველომ უნდა გაზარდოს დაკავშირებადობა ევროპასთან.  

ეს ეხება როგორც ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებს, სატრანსპორტო, საბორნე მიმოსვლას. ეს ეხება რა თქმა უნდა ელექტროგადაცემას, სხვადასხვა ტიპის ენერგორესურსების მიწოდების საშუალებას. ასე, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი, როლი რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონს ევროკავშირთან აკავშირებს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა ამ პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტია. მან სტიმული უნდა მისცეს ადგილობრივ ენერგოსექტორში, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ინვესტიციებს. წაახალისოს ახალი ენერგეტიკული პროექტები და მომავალში, გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი მდგრადობა შეუქმნას ენერგოსისტემას“, - აღნიშნა მინისტრმა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა