დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„არქი“ ლისი სანრაიზის პროექტს იწყებს

„არქი“ ლისი სანრაიზის პროექტს იწყებს

18-11-2024 18:17:00

„არქი ლისი სანრაიზს“ ფანტასტიკურ მდებარეობასთან და გარემოსთან ერთად გამოარჩევს  დაბალი განაშენიანება, - ამის შესახებ კომპანია „არქის “ დამფუძნებელმა ილია წულაიამ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პროექტი 5 სართულიანი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს, ხოლო თითოეული ბინა ექსკლუზიური დიზაინით იქნება გაკეთებული.

„არქი ლისი სანრაიზის“ პროექტი შედგება დაახლოებით ექვსი 5-სართულიანი შენობისგან. ფანტასტიკურ ხედებთან ერთად, პროექტი ახლოს მდებარეობს ქალაქის ცენტრთან.  სულ რაღაც 1.5 კილომეტრშია სამედიცინო უნივერსიტეტი. ერთი კილომეტრია ლისის ტბამდე. 3-4 წუთშია შესაძლებელი მისვლა ქალაქის ყველაზე ცხელ წერტილში ვაჟა-ფშაველას გამზირთან“, - განაცხადა ილია წულაიამ.

პროექტის ფარგლებში აშენდება ინფინიტი აუზი, რომელიც კომპლექციის ღირსშესანიშნაობაა. ასევე აშენდება კინოდარბაზი, რომლით სარგებლობასაც „ლისი სან რაიზის“ მცხოვრებნი შეძლებენ. ასევე ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპორტული მოედნები, ხოლო 15 ათასამდე კვადრატულ მეტრს დაიკავებს რეკრეაციული ზონა, იქნება დახურული პარკინგი. პროექტი განხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით.

„ამ პროექტის მცხოვრებლებს ელექტროენერგია 40%-ით დაეზოგებათ და შესაბამისად ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევთ პროექტის მცხოვრებთ“, - განაცხადა ილია წულაიამ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, 2024 წელს კომპანია „არქის“ პროექტებში ბინები უფრო მეტმა ადამიანმა შეიძნა და „არქელების“ოჯახი წლიდან-წლამდე იზრდება.

რაც შეეხება „არქი სან რაიზის“ კონკურენტულ უპირატესობას, ახალი ელიტარული კომპლექსი არის სრულყოფილად ცხოვრების ახალი შესაძლებლობა. „იცხოვრე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ლისის ტბასთან, სამედიცინო უნივერსიტეტიდან 1.5 კმ-ში. დატკბი ულამაზესი პანორამული ხედებით შენი სახლიდან. ისარგებლე სპეციალურად შენი კომფორტისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურით: ღია აუზი და სავარჯიშო დარბაზი; კინოთეატრი და საბავშვო გასართობი სივრცე; 15 000 კვ.მ. გამწვანებული ეზო“, - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები