აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ის 90 დღით აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეზღუდვა იმ მიზნით დაწესდა, რათა პროგრამების აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან შესაბამისობა გადამოწმდეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ოდენობის თანხაზეა საუბარი და კონკრეტულად რომელი პროგრამები შეჩერდება. როგორც Associated Press-ი იუწყება, მრავალი პროგრამის დაფინანსება კონგრესის მიერ უკვე დამტკიცებულია და ბიუჯეტიდან ფული გამოყოფილია.
„შეერთებული შტატების არცერთი საგარეო დახმარება არ უნდა გაიცეს ისე, რომ სრულად არ შეესაბამებოდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას“, - თქვა ტრამპმა.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველომ რეკორდული ღირებულების იახტები იყიდა13 საათის წინ
2024 წელს აშშ-ში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა