დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი  ბრიტანეთიდან  საერთაშორისო ვიზიტები იზრდება

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტები იზრდება

21-01-2025 17:12:00

საქართველოში 2024 წელს  ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან   438,414 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +3.8%-ია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩეოდნენ შემდეგი ქვეყნები:

 გერმანია - 78,644 საერთაშორისო ვიზიტი, 2023 წელთან ზრდა +14.3%;

 გაერთიანებული სამეფო - 32,372 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +5.3%;

საფრანგეთი - 28,302 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +20.2%;

საბერძნეთი - 27,557 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +21.3%;

იტალია -19,895 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +24.6%;

 ნიდერლანდები - 18,759 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +26.7%;

ესპანეთი 14,735 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +13.8%.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები