2024 წელს 2023 წელთან შედარებით ქვეყანაში იახტების იმპორტი გაიზარდა. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ზრდა არის როგორ იახტებისა და სხვა მცურავი საშუალებების ღირებულების ისე წონის მიმართულებით. ვინაიდან წონის მიხედვით იმპორტირებული მცურავი საშუალებების რაოდენობას ვერ განვსაზღვრავთ ამიტომ შედარება საერთო ღირებულების მიხედვით გავაკეთოთ.
მაშ ასე, 2024 წელს საქართველოში 4,709.93 ათასი დოლარის ღირებულების იახტების იმპორტი განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3,584.42 ათასი დოლარის. ზრდა 31%-ია.
2024 წლის იახტების სტატისტიკის თანახმად, თანხობრივად ყველაზე მეტი იახტის იმპორტი აშშ-დან ფიქსირდება,ხოლო მეორე ადგილზე თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი (თანხის მიხედვით) იახტა იყიდა:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში იმპორტირებული იახტების საერთო ღირებულება რეკორდულია. წინა რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანამ 4,125.28 ათასი დოლარის ღირებულების მცურავი საშუალებები იყიდა.
უახლესი
14 საათის წინ
საქართველომ რეკორდული ღირებულების იახტები იყიდა16 საათის წინ
2024 წელს აშშ-ში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა