დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში  2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა

საქართველოში 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა

21-01-2025 15:02:00

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა გრძელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში  140,739 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან +22.7%-ია. აღსანიშნავია, რომ  სპარსეთის ყურის ქვეყნების მოგზაურები და რეზიდენტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

საქართველოში გასულ წელს  საუდის არაბეთიდან 88,298 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +21%-ია.  ქუვეითიდან კი 2024 წელს  27,277 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით  +38.9%-ია.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები