უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მსოფლიოში ახალი ეპოქა დაიწყება და ევროკავშირს ურჩევს ახალ რეალობასთან ადაპტირება შეძლოს.
ორბანის თქმით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს და მოსკოვთან დიალოგი განაახლოს.
უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკ რუბიომ არ გამორიცხა, რომ ანტირუსული სანქციების მოხსნა, უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების ერთ-ერთი ბერკეტი შეიძლება იყოს.
„სამშაბათიდან დასავლეთ სამყაროში სხვა მზე ამოვა. შეიცვლება ყველაფერი. დონალდ ტრამპთან შევთანხმდი, რომ ამერიკასა და უნგრეთს შორის ურთიერთობებში არაჩვეულებრივი, ოქროს ეპოქა დაიწყება. ახლა მთავარია ევროკავშირი მოერგოს შეცვლილ ვითარებას, რადგან დონალდ ტრამპის მოსვლით ახალი ერა იწყება. დროა სანქციები ფანჯრიდან გადავყაროთ და მათ გარეშე დავაყაროთ რუსეთთან ურთიერთობები. ამაზე მუშაობა მოგვიწევს. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სოროსის არმია ბრიუსელში გაიქცევა. ყველაზე დიდი სკანდალია ის, რომ სოროსის ხალხი ბრიუსელში არის ჩანერგილი და გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე“, - თქვა ორბანმა.
უახლესი
1 საათის წინ
„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა