დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 პროდუქტი რასაც კორეაში ვყიდით და ვყიდულობთ

TOP-5 პროდუქტი რასაც კორეაში ვყიდით და ვყიდულობთ

06-11-2023 13:25:12

კორეის რექსპუბლიკაში ექსპორტი 47%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან კორეაში ექსპორტზე 3,974.12 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7,475.60 ათასი დოლარის. 

კორეაში ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2017 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ კორეაში 17,450.53 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. ბოლო წლების სტატისტიკით კი ექსპორტი მეტნაკლებად მზარდია. 2021 წელს კორეაში 8,042.97 ათასი დოლარის პროდუქცია გადაიზიდა, ხოლო 2022 წელს 8,931.39 ათასი დოლარია. ზრდამ 11%-ი შეადგინა. 

2023 წლის 9 თვის სტატისტიკით კი საქართველოდან კორეაში ნომერ პირველი სასაქონლო პროდუქტი (ღირებულებით ჭრილში) სპილენძის ნარჩენები და ჯართია, რომელზედაც კორეის რესპუბლიკაში განხორციელებული 26%-ი მოდის. მეორე ადგილზე, 20,5%-იანი წილით სხვადასხვა საავტომობილო საშუალებების ნაწილებია. მესამე პოზიციას კი ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტებია, რომელზედაც კორეის რესპუბლიკაში ექსპორტის 9%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო კორეაში ყიდის:

  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 1,040.63 ათასი დოლარი,
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები  - 815.65 ათასი დოლარი,
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 360.01 ათასი დოლარი,
  • პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 264.79 ათასი დოლარი,
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 249.56 ათასი დოლარი.

რაც შეეხება კორეიდან იმპორტს, ზრდა 27%-ია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში კორეიდან იმპორტმა 83,951.90 ათასი დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი 66,047.97 ათასი დოლარი. კორეიდან იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოში კორეიდან 103,402.46 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა. რა შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ზრდა 24%-ია.

კორეიდან საქართველოში ნომერ პირველი სასაქონლო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, სწორედ მსუბუქი ავტომობილებზე მოდის კორეიდან იმპორტის 41%-ი.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო კორეიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 34,792.59 ათასი დოლარი,
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 12,550.28 ათასი დოლარი,
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 8,828.82 ათასი დოლარი,
  •  სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3,490.72  ათასი დოლარი,
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 3,250.65 ათასი დოლარი.
     

შეგახსენებთ, რომ კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში გამართული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა დუგკუნ ანმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების  ერთობლივ განცხადებას.

ასევე,  გაფორმდა  შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების დოკუმენტი. შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის პირველ კვარტალში.

იგივე თემაზე: 

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები