2023 წელს საქართველოში 13%-ით ნაკლები ღირებულების იახტები შემოვიდა ვიდრე 2022 წელს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში 3,584.42 ათასი დოლარის ღირებულების იახტები შემოვიდა, ხოლო 2022 წელს კი 4,125.28 ათასი დოლარის. ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად, იახტების იმპორტმა (ღირებულებით ნაწილში) მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია.
2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული იახტების (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) 25.5%-ი აშშ-დან განხორციელდა.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს იახტები იყიდა:
აშშ - 915.45 ათასი დოლარი,
მექსიკა - 858.23 ათასი დოლარი,
თურქეთი - 393.60 ათასი დოლარი,
იტალია - 261.06 ათასი დოლარი,
ბელგია - 221.10 ათასი დოლარი.
უახლესი
52 წუთის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება2 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა