დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახდენს - 2024 წლის სტატისტიკა

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახდენს - 2024 წლის სტატისტიკა

21-01-2025 12:00:00

2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 163,782.30 ათასი დოლარის ღირებულების 254,207,940.36 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა, 2023 წელს კი საექსპორტო ბაზრებზე 205,188,589.52 ლიტრი წყალი გაიგზავნა.

ქართული წყლებისთვის ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რუსეთი მიიჩნევა, მეორე ადგილზე კი ყაზახეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახდენს:

რუსეთი - 141,373,476.82 ლიტრი;

ყაზახეთი - 38,874,646.16 ლიტრი;

უკრაინა - 24,116,772.50 ლიტრი;

ლიეტუვა - 12,645,896.34 ლიტრი;

უზბეკეთი - 9,506,856.66 ლიტრი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ექსპორტზე 257,505,778.12 ლიტრი წყალი გაიტანა. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები