დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ჩაის ყიდულობს

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ჩაის ყიდულობს

22-09-2023 12:00:39

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 5,995.82 ათასი დოლარის ღირებულების 1,443.02 ტონა ჩაის იმპორტი განახორციელა, რაც რაოდენობრივ ჭრილში 17%-იან კლებას აჩვენებს.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ სულ 1,692.73 ტონა ჩაი იყიდა. 

რვა თვეში ქვეყანაში იმპორტირებული ჩაის 39%-ი თურქეთზე მოდის, ხოლო 19%-ი აზერბაიჯანზე.

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ თურქეთიდან იანვარ-აგვისტოში 194.56 ათასი დოლარის ღირებულების 564.91 ტონა ჩაი იყიდა, ხოლო აზერბაიჯანიდან 1,881.27 ათასი დოლარის ღირებულების 246.68 ტონა ჩაი.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ჩაის ყიდულობს:

  • თურქეთი - 564.91 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 246.68 ტონა;
  • შრი-ლანკა - 234.23 ტონა;
  • რუსეთი - 215.29 ტონა;
  • ყაზახეთი - 44.01 ტონა;

ჩაის იმპორტმა საქართველოში თავის მაქსიმუმ 2020 წელს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 2,936.33 ტონა ჩაი იყიდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები