დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისის მობაილბანკი ბაზარზე საუკეთესოა

თიბისის მობაილბანკი ბაზარზე საუკეთესოა

24-09-2024 11:45:00

ავტორიტეტული გამოცემების EUROMONEY -ის და Global Business and Finance Magazine -ის მიხედვით თიბისისაქართველოში საუკეთესო მობაილბანკს სთავაზობს თავის მომხმარებელს.  

კატეგორიაშისაუკეთესო ციფრული ბანკი საქართველოში“,  2024 წელს EUROMONEY - მა და Global business and finance magazine - მა გამარჯვებულად თიბისის მობაილბანკი დაასახელეს.  

თიბისიმ გაიმარჯვა Global Business and Finance Magazine -ის კიდევ ორ კატეგორიაში, ესენია:  

  1. ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი საქართველოში  
  1. საუკეთესო ციფრული ბანკის ბრენდი საქართველოში   

თიბისის გუნდი მუდმივად სთავაზობს ინოვაციებსა და სიახლეებს თავის მომხმარებელს. წელსმობაილბანკში დანერგილი სიახლეებიდან რამდენიმეს გამოვყოფთ:  

  • ერთგული ქულების გადაცვლა ლარებში  

ახლა უკვე შეგიძლიათ პირდაპირ მობაილბანკიდან გადაცვალოთ ერთგული ქულები ლარებში დასურვილისამებრდახარჯოთ.  

  • განაწილების  განახლებული ვადა 

აქამდე თუ მხოლოდ 6 თვეზე შეგეძლოთ თანხის განაწილება - ახლა უკვე 6-დან 36 თვემდეც კი შეიძლებათანხის განაწილება.   

  • სიახლე საინვესტიციო პლატფორმაზე  

უკვე შესაძლებელია ფავორიტი აქციების სია გააკეთოთ და მარტივად ადევნოთ თვალი რჩეულ კომპანიებს;   

ასევე, მობაილბანკიდან შეგიძლიათ წაიკითხოთ ანალიტიკოსების შეფასება პოპულარულ აქციებზე.    

  • თიბისის ნაკრების გამოწერა 

თუ გსურთ, ნაკრების ფარგლებში კიდევ ერთი ბარათის დამატება - ახლა პირდაპირ მობაილბანკიდანშეგიძლიათ დაამატოთ ბარათი და ფილიალში მისვლაც არ მოგიწევთ

  • ავტო კომფორტი 

ავტო კომფორტის ფუნქციონალის ფარგლებში, შეგიძლიათ მანქანის დამატება და ჯარიმის გადახდა ქვითრის ნომრის გარეშე. მობაილბანკი გადახდის თარიღის მოახლოებასაც შეგატყობინებთ, თავიდანაგაცილებთ საურავის გადახდას დაგვიანებულ ჯარიმებზე.  

 მომენტალური გადარიცხვები 

თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ანგარიშზე მომენტალურად შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა და ეს პროცესი მომხმარებელთან უკუკავშირის საფუძველზე კიდევ უფრო გავამარტივეთ.  

თიბისის გუნდი განაგრძობს მომხმარებელზე ზრუნვას, მათთან უკუკავშირის საფუძველზე კი ციფრულ ბანკშიმუდმივად ინერგება სიახლეები. ანაახლეთ აპლიკაცია AppStore/PlayStore-დან და გამოიყენეთ ყველა ესახალი ფუნქციონალი. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები