„თეგეტა ჰოლდინგმა“ კაპიტალის ბაზარზე 15 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები წარმატებითგანათავსა. მორიგი ემისია კომპანიამ 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი ობლიგაციებისმულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ტრანზაქციის მხარდამჭერი „გალტ & თაგარტია“.
„თეგეტა ჰოლდინგმა“ საპროცენტო განაკვეთის 2024 წელს გაუმჯობესებული ფიქსირებულინიშნული შეინარჩუნა და ობლიგაციების სარგებელი 13.5%-ით განსაზღვრა. კუპონის საპროცენტოგანაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.
მანანა ხინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტისხელმძღვანელი: „ჩვენს პარტნიორთან, „გალტ & თაგარტთან“ ერთად, კიდევ ერთიტრანში წარმატებით განვახორციელეთ. გასული წლის დეკემბერში დამტკიცებულიმულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, ევროსა და აშშ დოლარის შემდეგ ლარისობლიგაციები გამოვუშვით. „თეგეტა“ ქართული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთიაქტიური მონაწილეა. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდებისმიმართ ინტერესი კვლავ დიდია და ინვესტორთა წრე სულ უფრო იზრდება. როგორცორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების მხრიდან გაზრდილი ინტერესი ჰოლდინგისმიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. აღნიშნული ტრანზაქცია სასესხოვალდებულებების რეფინანსირებას ხმარდება, შედეგად გამოთავისუფლებულიფინანსური სახსრები კვლავ ჩვენი ჰოლდინგის განვითარებასა და ახალი საინვესტიციოშესაძლებლობების გააქტიურებას მოხმარდება“.
20-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამა ოთხ ეტაპად განხორციელდა. აღნიშნული პროექტისფარგლებში 2023 წლის დეკემბერში კომპანიამ თავდაპირველად შვიდი მილიონი ევროს ფასიანიქაღალდები განათავსა. 2024 წელს დოლარში დენომინირებული ემისია ორ ეტაპს მოიცავდა დასაბოლოოდ, მეორე და მესამე ტრანშების მეშვეობით განთავსებულმა თანხამ 8.3 მილიონი აშშდოლარი შეადგინა.
ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია. მათ შორის არის საპენსიო სააგენტო, რომელმაც სამიმილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ასევე კერძო კომპანიები, ადგილობრივი ბანკები დაფიზიკური პირები.
გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტია“. „თეგეტასა“ და „გალტ & თაგარტის“ პარტნიორობის ფარგლებში ეს რიგით მეშვიდე ემისიაა, რომელიც ამჯერადაცწარმატებით განხორციელდა.
ქეთევან თოიძე, „გალტ & თაგარტის“ დირექტორის მოადგილე: „გვსურს „თეგეტას“ მივულოცოთ კიდევ ერთი წარმატებული ობლიგაციების ემისია. 2023 წლის დეკემბერშიდამტკიცებული მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში, გალტ & თაგარტისმხარდაჭერით, „თეგეტამ“ თავდაპირველად ევროსა და დოლარის ემისიებიწარმატებით განათავსა, ხოლო ამჯერად, ლარში დენომინირებული ემისიაგანახორციელა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ხელი შევუწყოთმაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ მოქნილობა, რასაც პროგრამითგანსაზღვრული პირობები სთავაზობთ. ამ შემთხვევაში ეს გამოიხატება სამგანსხვავებულ ვალუტაში დენომინირებული განთავსებით ემიტენტისთვის. ვიმედოვნებთ, „თეგეტასთან“ ერთად, წინ კიდევ არაერთი წარმატებული გარიგებაგველის.“
მიმდინარე მდგომარეობით „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, საერთო ჯამში, მოზიდულითანხის რაოდენობა 375 მილიონი ლარია, საიდანაც 215 მილიონი ლარის, 33.3 მილიონი აშშდოლარისა და 23 მილიონი ევროს ობლიგაციები აქვს განთავსებული.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა დაცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრსსთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო დაინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზეახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორებიარიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესიიმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღესსაქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
უახლესი