თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულიასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემდა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ,სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის47-ე პლენარული სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთანშეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს შეეხო და ყურადღება არჩევნების მშვიდდა კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე გამახვილდა. როგორც ალენ ბერსემ განაცხადა, არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარება სანდო და რეალური შედეგის გარანტი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სტაბილურ გარემოში, დამკვირვებლების ჩართულობით. ეს მოგვცემს გარანტიას, რომ შედეგები იქნება სანდო დარეალური. შედეგი უნდა იყოს ის, რაც სურს ქართველ ხალხს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაცშეგვეძლო და ვიცით, რომ მსოფლიო საზოგადოებამ და მათ შორის ევროპულმა ორგანიზაციებმადააფიქსირეს თავიანთი პოზიციები. მე ნიუ-იორკში მქონდა შეხვედრა საქართველოსხელისუფლებასთან, იქ ჩვენ შევთანხმდით იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიცმნიშვნელოვანია ევროპის კონტინენტისთვის. ჩვენ გვქონდა კითხვები საქართველოში ბოლო ხანსმიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები დააღსანიშნავია, რომ პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს. ვთვლით, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგქვეყანაში არსებული ვითარება უნდა შეფასდეს“, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ეპლენარული სესია 15 ოქტომბერს გაიხსნა და 17 ოქტომბერს დასრულდება. ორი დღის განმავლობაშიმოწვეული სტუმრები ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა: ადგილობრივიდემოკრატია, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის საყრდენი. ამას გარდა, უკრაინის წარმომადგენლები გამოვლენ მოხსენებებით თემაზე: რუსეთის ფედერაციისაგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ - კულტურული მემკვიდრეობის განადგურება უკრაინაში. სესიის ფარგლებში, განიხილავენ ფინეთში, ისლანდიაში, ლატვიასა და მალტაზე ადგილობრივითვითმმართველობის ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგის შედეგებს.
უახლესი
5 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა6 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება