2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით მოზიდული დეპოზიტების მოცულობამ 28 545,72 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე მაჩვენებლები კი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 14%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკებში დეპოზიტების მოცულობა 24 999,39 მლნ ლარი იყო. ოქტომბრის მაჩვენებლები სექტემბრის მაჩვენებლებთან 4%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში 29 748,39 მლნ ლარის დეპოზიტები ირიცხებოდა.
მიმდინარე დეპოზიტებში 52%-ი ვადიან დეპოზიტებზე მოდის - 14 870,27 მლნ ლარი. ვადიან დეპოზიტებში კი ყველაზე პოპულარული 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტებია, რადგანაც ოქტომბრის ბოლოსთვის ბანკებში მსგავსი ტიპის დეპოზიტების მოცულობა 6 695,70 მლნ ლარი იყო.
ოქტომბრის ბოლოსთვის მიმდინარე ანგარიშები - 6 548,48 მლნ ლარი იყო, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე - 7 126,97 მლნ ლარი.
საგულისხმოა, რომ 2024 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია. თუ სექტემბრის ბოლოსათვის დეპოზიტების საშუალო განაკვეთი 9,95%-ი იყო, ოქტომბრის ბოლოსთვის კი 10,10%-ი. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10,85%-ს შეადგენდა.
დეპოზიტებში ყველაზე დიდი საპროცენტო განაკვეთი 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტებს აქვთ. ოქტომბრის ბოლოსთვის ამ ტიპის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთმა 12,34%-ი შეადგინა.
უახლესი
2 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა3 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება