დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თბილისის ბულვარი“ – ყველაფერი მშვენიერი ცხოვრებისათვის და ზღვა...

„თბილისის ბულვარი“ – ყველაფერი მშვენიერი ცხოვრებისათვის და ზღვა...

02-08-2024 14:26:00

როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ახალი ბინის შეძენა გსურთ, მაგრამ დედაქალაქის ცენტრში მყუდრო და უსაფრთხო სივრცეს ვეღარ პოულობთ?
სად უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომელსაც არც თბილისის ურბანული ცხოვრების დათმობა სურს და თან მშვიდი, ოჯახური იდილიის შექმნას ესწრაფვის?

ამ კითხვებზე პასუხი, რომელიც უძრავი ქონების მაძიებელი ადამიანების უმეტესობას აწუხებს არის - „თბილისის ბულვარი“, „ჯინო ჰოლდინგის“ პროექტი თბილისის ზღვაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. პროექტს „ჯინო ჰოლდინგის“ დირექტორი გვანცა გვარამაძე გაგვაცნობს.

გვანცა გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის, მოდი ჩვენი საუბარი ყველაზე მარტივი კითხვით დავიწყოთ რა არის „თბილისის ბულვარი“?

„თბილისის ბულვარი“ თბილისის ზღვის სანაპიროზე, ამიერკავკასიაში უდიდესი – „ჯინო აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი მრავალფუნქციური, დახურული ტიპის საცხოვრებელი სივრცეა, ე.წ.
Gated community, რომელიც დედაქალაქში ზღვისპირა ცხოვრების თვისობრივად ახალ და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის.  „თბილისის ბულვარის“ პოტენციურ მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ყველა ის სიკეთე თუ სერვისი, რაც ადამიანს მშვენიერი ცხოვრებისთვის სჭირდება და ზღვა.



გვანცა, შენ ახსენე სახელი “Gated Community”. მოდი, მკითხველისთვის დეტალურად განვმარტოთ რას გულისხმობს ის?

gated communityდახურული ტიპის, დაცული საცხოვრებელი სივრცეა,
რომელსაც აქვს კონტროლირებადი შესასვლელები ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოსიპედებისთვის და მანქანებისთვის. ამ ტიპის დასახლებებში, როგორც წესი, კარგად არის განვითარებული შიდა ინფრასტრუქტურა და ტერიტორია სავსეა ისეთი სივრცეებით, როგორებიცაა პარკები, აუზები, სტადიონები, სავაჭრო ცენტრები, რეკრეაციული ზონები და სხვა. მსგავსი პროექტები ორიენტირებულია მობინადრეთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ექსკლუზიურობის განცდასა და უძრავი ქონების ღირებულების ზრდაზე.

რას სთავაზობს განსხვავებულს თქვენი პროექტი მომავალ მობინადრეებს უსაფრთხო ცხოვრების კუთხით?

ადამიანების უსაფრთხოება არამხოლოდ ჩვენი, ალბათ ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ბიზნეს ოპერატორის ნომერ პირველი პრიორიტეტია.
დახურულ საცხოვრებელ სივრცეში ცხოვრება გარანტირებულად უზრუნველყოფს უსაფრთხოების უკეთეს დონეს, რადგან ასეთ სივრცეებში როგორც წესი დაგხვდებათ 24 საათიანი დაცვის სამსახური, ვიდეოკამერები, უსაფრთხოების სისტემები და დაცული შესასვლელები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, სადაც პატარები იზრდებიან. თქვენის ნებართვით, აქვე ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე, რომლის გამოც ადამიანების უმეტესობა სწორედ
gated community-ში ცხოვრებას ირჩევს, რასაც ადასტურებს ჩვენ მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა. ეს ფაქტორებია :

საერთო ინტერესები და მიკროსაზოგადოება – დახურული საცხოვრებელ სივრცეები ხშირად იზიდავს მსგავსი გემოვნების მქონე ადამიანებს, რაც ხელს უწყობს საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ კომუნიკაციას და სოციალიზაციას. მეზობლებს შორის კარგი ურთიერთობები და მეგობრული გარემო ქმნის კეთილგანწყობილ საზოგადოებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებისთვის, რადგან ამ დროს ისინი გუნდური თამაშების დახმარებით სწავლობენ მეგობრობას, რაც მათი ემოციური განვითარებისთვის აუცილებელია.

ცხოვრების მაღალი დონე და სიმარტივე – gated community-ის ტერიტორიას ხშირად მართავენ ტოპ კლასის მენეჯმენტ კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საერთო ტერიტორიების მოვლაზე, სისუფთავესა და გარემოს შენარჩუნებაზე, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელ ტერიტორიაზე მუდმივ წესრიგს და მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს დაკავდნენ მათთვის უფრო პრიორიტეტული საქმეებით. ამასთან, დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში მარტივია სხვადასხვა სოციალური, თუ კულტურული ღონისძიების ორგანიზება, რაც კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხსა და ყოველდღიურობას.

ქონების ფასების სტაბილურობა – მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების მაღალი დონე და გარემოზე ზრუნვის სისტემა ხელს უწყობს უძრავი ქონების ფასების სტაბილურობას და ზრდას დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში. ეს არის მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც იზიდავს უძრავ ქონებაში სანდო და სტაბილური ინვესტიციის განხორციელების მსურველ ადამიანებსა და კომპანიებს.

ეკომეგობრული გარემო და ბუნებრივი ლანდშაფტი – დახურული საცხოვრებელი სივრცეები ხშირად მდებარეობს ბუნებრივად მწვანე გარემოში, სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული ზონებით. ეს ქმნის ეკოლოგიურად ჯანსაღ და სასიამოვნო საცხოვრებელ პირობებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანულ გარემოში. სუფთა ჰაერი, მწვანე პარკები და ლანდშაფტური დაგეგმარება ხელს უწყობს მაცხოვრებლების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას.

მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. შემდეგი კითხვა ასეთი იქნება: კონკრეტულად რა არის ის დამატებითი სარგებელი ან უპირატესობები ინფრასტრუქტურის კუთხით, რომელიც ექნებათ “თბილისის ბულვარის" მაცხოვრებლებს?

ზოგადად, დახურული საცხოვრებელი სივრცეების ინფრასტრუქტურა ხშირად მოიცავს სხვადასხვა დანიშნულებისა და შინაარსის მქონე მრავალფეროვან სივრცეებს, სადაც მაცხოვრებლებს ყველა შესაძლო ყოფითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება საკუთარ ეზოში, უბნიდან გაუსვლელად შეუძლიათ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 194000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული “თბილისის ბულვარის” ტერიტორიაზე მოხდება 7 საცხოვრებელი ბლოკის ანუ 7 სართულიანი, 14 საცხოვრებელი შენობის განთავსება, თუმცა ამის გარდა, პროექტის ტერიტორიაზე მობინადრეებს დახვდებათ შემდეგი ერთეულები :

  • 3 ახალი სასტუმრო, რომელთაგან ერთი -  5 ვარსკვლავიანი სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს;
  • ბიზნეს ცენტრი;
  • აკვაპარკი, რომელიც თბილისის მოსახლეობისთვის  2013 წლიდან დასვენებისა თუ გართობისა საყვარელი ადგილია;
  • სარეაბილიტაციო კლინიკა;
  • სკოლა;
  • ბაღი;
  • სავაჭრო ცენტრი;
  • რესტორნები და კაფეები;
  • სპორტული მოედნები;
  • პირსი;
  • 1.5 კმ-დე სიგრძის მქონე პრომენადა;
  • ღია და დახურული აუზები;
  • სკვერები და საბავშვო გასართობი სივრცეები.

ინტერვიუს ბოლოს გვითხარი, რატომ უნდა დაინტერესდნენ “თბილისის ბულვარში” უძრავი ქონების შეძენით ადამიანები?

მოდი, ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებ იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ თბილისის ბულვარის პროექტში ხორციელდება 250 მილიონი დოლარის ჯამური ინვესტიცია, რომლის უკანაც დგანან სლოვაკეთისა და საქართველოს წამყვანი ფინანსური ორგანიზაციები. პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობის პარამეტრი, ე.წ. ROI-ის (Return On Investment) მაჩვენებელი 15%-მდე ნიშნულზეა. თბილისის ბულვარში ინვესტირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ფინანსური ანგარიშგების დეტალები კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომი გახდება მხარეებს შორის ე.წ. NDA-ის (non disclosure agreement) ანუ გაუთქმელობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.

ბოლოს, დავამატებ, რომ როგორც წესი, მშენებლობის საწყის ეტაპზე ფასები ყოველთვის ყველაზე ხელმისაწვდომია ხოლმე და ჩვენი საფასო სტრატეგიაც სწორედ ამ მოდელს ეყრდნობა, შესაბამისად, თბილისის ბულვარში ცხოვრებისა თუ ინვესტირების ფასი თანდათან, აუცილებლად მოიმატებს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები