დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თბილღვინო“ საქვევრე მეურნეობის მშენებლობას გეგმავს

„თბილღვინო“ საქვევრე მეურნეობის მშენებლობას გეგმავს

23-08-2024 14:00:00

კიდევ ერთი საინტერესო პროექტია საქვევრე მეურნეობაა, რომლის მშენებლობაც, მომავალ წელს დაიწყება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.

„შენობის ძირითად კონსტრუქციულ და სამშენებლო მასალად განისაზღვრა ტკეპნილი მიწა - ადგილობრივი მიწის, თიხის, სილისა და ხრეშის ნარევი. ტკეპნილი მიწის კონსტრუქცია იყენებს საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ადვილად ხელმისაწვდომ ბუნებრივ ნიადაგს, უზრუნველყოფს სასურველ თერმულ მასას და პრაქტიკულად არ აქვს უარყოფითი გავლენა გარემოზე. ამასთან, ტკეპნილი მიწის არქიტექტურა სამშენებლო პროცესის გამარტივების საშუალებასაც იძლევა. უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაზავის შექმნის საშუალება კი მდგრადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - აცხადებენ კომპანიაში.

საქვევრე მეურნეობის მთავარი ფუნქცია ღვინის და ქვევრების შენახვა და მოვლაა, თუმცა იქნება ვიზიტორების ცენტრიც.

კომპანია დაარსდა 1962 წელს და ამჟამად დასაქმებული ჰყავს 170-ამდე ადამიანი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები