ჩვენ დროულად ჩავერიეთ, რადგანაც ეს პროცესი აღარ გადაიზარდა დომინოს პრინციპით ფიზიკურ პირებზე, - ასე აფასებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიმართული იყო კურსის სტაბილურობისკენ. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ნათია თურნავამ განაცხადა, სებ-მა დაინახა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დოლარის მიწოდება პრაქტიკულად შეწყდა და ხდებოდა მხოლოდ შეძენა.
„საბედნიეროდ ჩვენ წინასწარ დავინახეთ, პირველი შემთხვევა არ არის, ადრეც გვქონდა. თუნდაც წელს, აპრილ-მაისის მოვლენების დროს დავინახეთ თუ როგორ აზარალებს და მყისიერი გაუფასურება შეიძლება მოჰყვეს ამას. მართალია ეს დროებითი იქნება, მაგრამ არის რაღაცა შედეგები, რომელთა აღმოფხვრაც დროს საჭიროებს და უფრო ძვირი ჯდება და ამ დროს მოსახლეობა ზარალდება, კომპანიები ზარალდება, მცირე თუ მსხვილი ბიზნესი იმიტომ, რომ კურსის ლოგიკა, რომელიც არის ეკონომიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული ლოგიკა, პროგნოზირებადობა და ნაკლები რყევები ეს არის საფუძველი სტაბილური ბიზნესის წარმოების და განჭვრეტადი გეგმების. ამჯერად ჩვენ დავინახეთ პრევენციულად, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, მათ შორის დიდი დოზით, რადგანაც დიდი იყო გაურკვევლობა. დაიწყეს ჯერ იურიდიულმა პირებმა, ბანკების მეშვეობით, ჭარბი დოლარის შეძენა. მე როდესაც ვამბობ ჭარბს რა თქმა უნდა ეს პირობითია, რადგანაც მათი ტიპის ბიზნესისთვის ამ რაოდენობის ვალუტა არ არის საჭირო და ისინი უბრალოდ თავის დეპოზიტებს რაც ლარში ანგარიშებზე ჰქონდათ იმის გადაყვანა დაიწყეს უკვე დოლარში. ჩვენ დროულად ჩავერიეთ, რადგანაც ეს პროცესი აღარ გადაიზარდა დომინოს პრინციპით ფიზიკურ პირებზე, ჩვენ არ დავუშვით პანიკის გამოწვევა, როდესაც რიგები ჩამოდგებოდა გადამცვლელ პუნქტებთან და მოსახლეობაც დაიწყებდა ან გაქეშებას, ან ლარის დოლარში გადაყვანას. ამის რისკი არსებობდა, იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ ისეთი რისკი ბაზარზე, როდესაც დოლარის მიწოდება პრაქტიკულად შეწყდა. ვიღაცა ყიდის ვიღაცა ყიდულობს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდა მხოლოდ შეძენა. ძალიან ხისტი მოთხოვნა იყო და თან ვუყურებდით, რომ ამას ბიზნეს ლოგიკა უკან არ ახლდა. მხოლოდ ემოცია. ეს არის რისკი, რომ ძალიან სწრაფად როცა კურსი ასე ზემოთ მიდის, როდესაც ადამიანი ტელევიზორს ჩართავს ან სოციალურ ქსელებში ჩახედავს და ხედავს, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსი აპოკალიფსურ სურათს ხატავს, თუ ხმას არ მისცემთ კონკრეტულ პარტიას ჩამოიქცევა საბანკო სექტორი, ბანკები გაკოტრდება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. ამას საფუძველი არ ჰქონდა და ეს დადასტურდა კიდეც. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ არ დავუშვათ ეს ესკალაცია ამ პანიკის, დროულად ჩავერიეთ და გავაკეთეთ ინტერვენცია, მივაწოდეთ ბაზარს. არა ძირითადი, მაგრამ რეზერვების ერთ-ერთი დანიშნულება არის, რომ ასეთ დროს ჩააცხროს პანიკური განწყობები და გარკვეული მეხამრიდის როლი შეასრულოს, რაც ჩვენ გავაკეთეთ. აქედან გამომდინარე თავიდან ავირიდეთ ლარის მყისიერი გაუფასურება, რომელიც დაარტყამდე მოსახლეობის ჯიბეს, დაარტყამდა ბიზნესს, მეორე მხრივ არაპროგნოზირებადობის განცდას კიდევ უფრო გაზრდიდა, დააზიანებდა საინვესტიციო გარემოს და დააზიანებდა ჩვენი დედოლარიზაციის პოლიტიკას, ანუ ლარის მიმართ ნდობას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე საერთაშორისო რეიტინგებს, რომ შევხედოთ, სარეიტინგო სააგენტოების ანალიზს ერთ-ერთი პირველი რასაც ამბობენ, როგორც რისკს, რომ ჯერ კიდევ მაღალია თქვენთან დოლარიზაცია და აქედან გამომდინარე ქვეყანა როგორც ღია ტიპის პატარა ეკონომიკა მოწყვლადია გარე შოკების მიმართ. და გარე შოკები რა დოზითაც გაქვს დღეს წარმოდგენილი მოგეხსენებათ. ამიტომ ჩვენ თუ 2015 წელს გვქონდა სესხები და დეპოზიტები გამოხატული უცხოურ ვალუტაში, სადღაც 70%-ი დავიყვანეთ ეს დაახლოებით 50%-მდე. ახლა ეს მონაცემი შეტრიალდებოდა და ესეც იქნებოდა დიდი დარტყმა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სებ-მა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქმეც გააკეთა, საუბარია იმაზე, რომ სამომავლოდ მოსახლეობაც და ბიზნესიც მიხვდება, რომ პოლიტიკური სპეკულაციებს არ უნდა აჰყვნენ და რომ პოლიტიკური სპეკულაციების სამიზნე ლარი აღარ იქნება
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გავაკეტეთ, ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, რომ თანდათან მოსახლეობა, ინვესტორები, კომპანიები მიხვდებიან, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების სამიზნე ლარი აღარ იქნება და ამას დიდი ყურადღება აღარ უნდა მიაქციონ. ბაზარიც უფრო მშვიდად შეხედავს ასეთ სპეკულაციებს და არ მიიღებს ამას როგორც მოქმედებისკენ ნიშანს, რომ აქცია და ახლა გადავადოლარო ჩემი დანაზოგებიო. ამის უფლებას არავის მივცემთ“, - განმარტავს თურნავა.
უახლესი
2 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა