დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სპეციალიზებული მაცივრების შემოტანის შემდეგ ნანო ნაყინი Mini Melts მთელს საქართველოში გაიყიდება - Minimelts Georgia

სპეციალიზებული მაცივრების შემოტანის შემდეგ ნანო ნაყინი Mini Melts მთელს საქართველოში გაიყიდება - Minimelts Georgia

02-07-2024 14:00:00

თხევადი აზოტის გამოყენებით დამზადებული ნაყინის ბრენდი Mini Melts საქართველოში თანდათან უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Minimelts Georgia-ს წარმომადგენელმა ქეთო კახიძემ განაცხადა, Mini Melts-ი ამ დროისათვის ბათუმში რამდენიმე წერტილში იყიდება, თუმცა სამომავლოდ, როგორც კი კომპანია თხევადი აზოტის გამოყენებით დამზადებული ნაყინისთვის საჭირო სპეციალიზებულ მაცივრებს ქვეყანაში შემოიტანს, Mini Melts-ი ბათუმის გარეთაც ხელმისაწვდომი გახდება.

ქეთი კახიძის თქმით, ამ ეტაპზე შეთანხმება რამდენიმე ქსელურ მარკეტთან უკვე არსებობს, თუმცა მაცივრების დეფიციტის გამო ჯერჯერობით ნაყინი ამ ქსელების ბათუმის ფილიალებში იქნება წარმოდგენილი. 

„მაცივრების შემოტანა გვიგვიანდება, თორემ ძალიან ბევრ ობიექტთან ვართ უკვე შეთანხმებული და მათი მხრიდან მოთხოვნა არის. Mini Melts-ი წარმოდგენილი იქნება „ნიკორას“ ქსელში, „ალალის“ ქსელში, ასევე წარმოდგენილი იქნება „აგროჰაბში“. საწყის ეტაპზე Mini Melts-ი აღნიშნული ქსელების მხოლოდ ბათუმის ობიექტებში გაიყიდება, ხოლო მაცივრების სათანადო რაოდენობით შემოტანის შემდეგ კი მთელ ქვეყანას დავფარავთ“, - აცხადებს ქეთო კახიძე.

Mini Melts ერთი თვეზე მეტია რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. 

 ამ ეტაპზე ნაყინის ბრენდი წარმოდგენილია რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორისაა: „მეტრო სიტის“ მიმდებარე ტერიტორია, „გუდვილის“ შესასვლელი, კაფე „რვა ფეხას“ მიმდებარე ტერიტორია და სხვა. 

„Mini Melts ეს არის ამერიკელი მეგობრების მიერ შექმნილი ბრენდი, რომლის წარმოებაც შემდგომ ლატვიაში დაიწყო. სწორედ ლატვიიდან ჩამოგაქვს ეს ნაყინები. ამ დროისათვის საქართველოში 19-მდე სახეობის ნაყინი გვაქვს. 

პირველი ეტაპისთვის ბიზნესის განვითარება საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობს, დატვირთული ხარ, ცნობადობაც ჯერჯერობით დაბალია, თუმცა ვინც Mini Melts გემო გაუსინჯა ისევ მოდის და ერთგული კლიენტებიც უკვე გვყავს. 

Mini Melts გათვლილია ყველა სეგმენტზე, რადგანაც ყველა სეგმენტზე მორგებული ნაყინის სახეობები გვაქვს რეალიზაციაში“, - აღნიშნა ქეთო კახიძემ.

Mini Melts-ი ეს ახალი ნანო ნაყინის განსაკუთრებული და უნიკალური სახეობა, რომელიც დამზადებულია თხევადი აზოტის გამოყენებით -197°c-ზე. 

რეალურად Mini Melts-ის ინოვაციურ ფორმას, კარგ ხარისხსა და საუცხოო გემოს მხარს უმაგრებს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე, რომელიც 20 წელზე მეტს ითვლის, ასევე სანდო პარტნიორების ქსელი და განვითარებული ინფრასტრუქტურა

Mini Melts არის კრუიოგენული ნაყინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და კვლავ რჩება მსოფლიო ლიდერად მის წარმოებაში. კომპანიის შემქმნელები და დამფუძნებლები, არიან ტომ მოსი და ნიკ ანგუსი, რომლებმაც ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ატარებდნენ წარმატებულ ექსპერიმენტებს ნაყინის დამზადებაში. მალევე მათ დააპატენტეს მათ მიერ გამოგონილი მეთოდი.

Mini Melts-ის წარმოება დაიწყო ლატვიურმა ქარხანამ „როჟენამ“. ტრადიციული ნაყინის წარმოება 100 წელზე მეტს ითვლის. ნატურალური რძე და ნაღები, ორგანული სოფლის მეურნეობის საუკეთესო ადგილობრივი მომწოდებლებისგან, სადაც პროდუქციის პრიორიტეტია პალმის ზეთისა და ხელოვნური კონსერვანტების არარსებობა.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები