დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სიახლე: სოციალურ ბარათებზე პინ-კოდის ვადის გაგრძელება დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე

სიახლე: სოციალურ ბარათებზე პინ-კოდის ვადის გაგრძელება დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე

04-07-2024 15:37:00

ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას და მომსახურების გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ახალი სერვისი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, პინ-კოდის ვადის დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე გაგრძელების სერვისია.

სოციალური ტიპის ბარათზე პინ-კოდის ვადის გაგრძელების ფუნქცია ID ბარათის ან ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებისთვის არის ხელმისაწვდომი და საჭიროა მხოლოდ ვიდეო კამერით აღჭურვილი ნებისმიერი სმარტფონი ან კომპიუტერი.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი განახლებული სერვისი შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს. სოციალური ტიპის ბარათებზე პინ-კოდის ვადის დისტანციურად, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე გაგრძელების სისტემის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. იდენტიფიკაციის პროცესი შესაძლებელია ნებისმიერი სმარტფონიდან, ინტუიციური და მარტივია. ამავდროულად, სისტემაში მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებია გათვალისწინებული.“ – დავით მესხიშვილი, სოციალური პროექტების მართვის განყოფილების უფროსი.

 

ბარათზე პინ-კოდის ვადის გაგრძელების დეტალური ინსტრუქცია ლიბერთის ოფიციალურ ვებ გვერდზეახელმისაწვდომი: libertybank.ge

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზემეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურებისცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა დამუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვისხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები