გიზიარებთ ბლოგს: თანამედროვე რეალობაში საკუთარი ბინის მოწყობაზე ფიქრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან აჩქარებული ტემპის პირობებში, მნიშვნელოვანია სახლი იყოს ის ადგილი, სადაც განტვირთვისა და დასვენების ფუფუნება გექნება. ბინაში დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ელემენტის ფერს, მდებარეობას თუ დიზაინს, რადგან სწორედ ეს პატარ-პატარა თუ დიდი დეტალები ქმნის ერთიან სტილს, რომელიც საბოლოოდ გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზე.
ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს, რაც ერთისთვის შესანიშნავია, მეორისთვის შეიძლება ნაკლებად შთამბეჭდავი იყოს, შესაბამისად კარგად მოწყობილი ინტერიერი უპირველესად ნიშნავს კონკრეტული ინდივიდის თუ ოჯახის საერთო პრეფერენციების მაქსიმალური გათვალისწინებით მოწყობილ ოთახებს.
ინტერიერის დიზაინი ნიშნავს ბინაში სივრცის ეფექტური გადანაწილებით ოთახის ისე მოწყობას, რომელიც ერთდროულად იქნება ფუნქციური, პრაქტიკული და ესთეტიკური. სწორად დაგეგმილ დიზაინს სახლში შემოაქვს ხასიათი, კომფორტი, ესთეტიკა და ინდივიდუალიზმი. მოკლედ რომ ვთქვათ, კითხვაზე რა არის ინტერიერის დიზაინი, პასუხი ის ემოცია და შინაარსია, რასაც ცალკეული ოთახი თუ მთლიანად სახლი გადმოსცემს, უბრალოდ აქ ორი მთავარი კითხვა ისაა, თუ რამდენად ატარებს მთლიანობაში ბინა იმ შინაარს, რასაც თქვენ გინდათ რომ ატარებდეს და რამდენადაა დაახლოებული თითოეული დეტალი თქვენს პიროვნულ მახასიათებლებთან.
ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას მთავარი ამოცანა დამკვეთის საჭიროებების ერთიან კონცეფციაში ისე ინტეგრირებაა, რომ მთლიანობაში ერთ დიდ იდეად ითარგმნოს, სადაც ყველა ასპექტი ჰარმონიაში იქნება ერთმანეთთან. გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ხშირად ბინის ინტერიერის დიზაინი ასოცირდება მხოლოდ ვიზუალურ მხარესთან, რაც შეცდომაა, ამიტომ თუ ფიქრობთ ან უკვე გადაწყვეტილი გაქვთ თქვენი ბინის განახლება, განსაზღვრეთ პრიორიტეტები - მხოლოდ ესთეტიკის შეცვლა გინდათ თუ დამატებით ფუნქციურობის შემოტანა გსურთ.
ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სახლის მთლიანი არქიტექტურის გარდა, შიდა სივრცის სწორად განაწილება მაქსიმალური ფუნქციურობის მისაღებად, ესთეტიკურ ჭრილში კი ყურადღება ექცეოდა როგორც გარე, ასევე შიდა ინტერიერს. არ აქვს მნიშვნელობა შენობა როგორი ტიპის იყო, ან მდიდრული იყო თუ ნაკლებად, ადამიანები ყოველთვის ზრუნავდნენ შეექმნათ მისაღები ოთახის დიზაინი, რომელიც იქნებოდა მათ საჭიროებებზე მორგებული და საშუალების ფარგლებში ისე მოაწყობდნენ, რომ ჰარმონია ჰქონოდათ. ისტორიის მანძილზე არასდროს მინიჭებია ინტერიერის დიზაინს ისეთი მასშტაბური სახე, როგორც დღეს, რადგან ინფორმაციის სწრაფი ცვლის ეპოქაში ადამიანებს საშუალება აქვთ გაიფართოონ გემოვნების არეალი.
სახლი ნებისმიერი ადამიანისთვის ის სივრცეა, სადაც თავს ყველაზე დაცულად, კომფორტულად და მშვიდად გრძნობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის მაცხოვრებლის გემოვნებასთან ჰარმონიულობაში მოდიოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დისკომფორტის უპირობო წყაროდ იქცევა, რაც გავლენას ყოველდღიურობაზე აუცილებლად მოახდენს და საბოლოო ჯამში ცხოვრების ხარისხზე აისახება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია დადებითი ემოციური სტაბილურობა და თუ კეთილმოწყობილი სახლი დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე, თანაც ეს თუ განმეორებითად ხდება და გიხარიათ სახლში დაბრუნება, გრძელ ვადაში, აუცილებლად გამოიღებს შედეგს, სულ ცოტა, გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სახით.
ეპოქათა ცვლის პარალელურად იცვლება მოდა და იცვლება გემოვნებაც, რაც აუცილებლად აისახება ინტერიერის დიზაინზე, როგორც ესთეტიკური კუთხით, ისე ფუნქციური მიმართულებითაც. მაგალითად, რაც უფრო აქტუალური ხდება სახლიდან მუშაობა, მით უფრო მეტი საჭიროება ჩნდება ოთახში სამუშაო სივრცის მოწყობის და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს თუ მთლიანი ოთახი ვერ, ოთახში ერთი სამუშაო კუთხე მაინც მოაწყოს, რათა კონცენტრაციისა და მუშაობისთვის ყველა მნიშვნელოვანი წინაპირობა დაკმაყოფილებული იყოს. ამასთან ერთად, ხშირია მოთხოვნა ახალ აშენებულ ბინებზე, სადაც მშენებლობის დასრულებისას ახალი მობინადრეები მაშინვე იწყებენ ინტერიერის დიზაინზე ზრუნვას, მანამდე კი ზუსტად არკვევენ რა არის მწვანე კარკასი, რადგან შესაძლოა სტანდარტი განსხვავდებოდეს სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიებში.
სავარაუდოა, რომ ინტერიერის დიზაინი 2025 წლისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდება უამრავი ადამიანისთვის, იქიდან გამომდინარე კი, რომ წლიდან წლამდე ამ სფეროში მუდმივად რაღაც იცვლება, გამონაკლისი არც მომავალი წელი იქნება და ახალი ტენდენციებიც იქნება პოპულარული. ჩვენ შემოგთავაზებთ იმ მთავარ მიმართულებებს, რომელზეც მოთხოვნა აუცილებლად დიდი იქნება შემდეგ წელს.
სახლი პიროვნების ან სულ ცოტა, ცხოვრების სტილის საუკეთესო ანარეკლია. 2025 წელს მოსალოდნელია ამ ფილოსოფიის უფრო მეტად გაღრმავება, რადგან ადამიანები ყოველთვის ცდილობენ საცხოვრებელს ხასიათი შემატონ, რათა უფრო მეტად წარმოაჩინონ საკუთარი პიროვნულობა. სწორად მოწყობილი ინტერიერის დიზაინი ჰყვება ისტორიას, ადამიანებს კი საკუთარი ისტორიის მოყოლა სურთ, აქედან გამომდინარე კი, აღნიშნული ტრენდი ხაზს გაუსვამს ხელნაკეთ ნივთებსა და მსგავსი სტილისტიკის ესთეტიკის შემოტანას ცოტა უფრო მეტი მასშტაბურობით.
თანამედროვე ინტერიერის დიზაინი ტენდენციები და ინსპირაციაა. ამ კონტექსტში, თანამედროვე ხელოვანები სულ უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას არათუ უშუალოდ სინათლეს, არამედ თავად მოწყობილობის დიზაინს, იქნება ეს სანათი, ჭაღი თუ სხვა. ამ ხედვას ბოლო პერიოდში უფრო მეტად ექცევა ყურადღება ფართო მასებში და სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება საინტერესო. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მომავალი წლისთვის უფრო ხშირად ვიხილავთ საინტერესო სტილისა და ფორმის ფიქსირებულ განათების მოწყობილობებს.
ინტერიერის დიზაინის ნიმუშები რომ ვნახოთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება მიწისეული დახვეწილი ტონალობების სახლებში გადმოსვლაა, რომელსაც უფრო მეტად შემოაქვს ბუნებრიობის განცდა. ეს პალიტრა განსაკუთრებით კარგი არჩევანია ისეთ სივრცეებში, სადაც ხაზი სიმშვიდის შექმნას ესმევა, მაგალითად საძინებელი ან აბაზანა.
ინტერიერის დიზაინი მშენებარე ბინაში
მოკლედ რომ ვთქვათ, ინტერიერის დიზაინი და რემონტი მჭიდროდაა ერთმანეთთან კავშირში, რადგან დიზაინზე ფიქრისას დიდი ყურადღება ეთმობა თავად რემონტის პროცესს. აქდან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ახალმშენებარე პროექტში სახლის შეძენა, მნიშვნელოვანია ორივე ფაქტორზე ყურადღების გამახვილება. გაითვალისწინეთ, რომ მშენებარე ბინები “არქიში” ბარდება პრემიუმ კარკასის მდგომარეობით, შესაბამისად საშუალება გეძლევათ უფრო მოსახერხებლად წარმართოთ დაგეგმვის პროცესი და უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს გემოვნებაზე მორგებული ინტერიერის მოწყობას.
როგორც წესი, პროექტის მშენებლობის პროცესი სანამ სრულად დასრულდება, მობინადრეს საშუალება აქვს საკუთარი გემოვნების მიხედვით მოაწყოს შიდა სივრცე. კომპანია არქიგთავაზობთ, მშენებარე პროექტებში ბინის შეძენისას ტიხრების საკუთარი გემოვნებით განლაგებას, რაც უფრო მეტი არჩევანის საშუალებას გიტოვებთ ოთახებში სივრცის გადანაწილების დროს.
ლიდერი დეველოპერული კომპანია პროექტებს ახორციელებს თბილისის ყველა უბანსა და ახლა უკვე საქართველოს სხვადასხვა წერტილში.
უახლესი
11 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები