დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვაკე რეზიდენსში“ საცხოვრებელი ფართების 70%-ზე მეტი უკვე გაყიდულია - „გუმბათი ჰოლდინგი“

„ვაკე რეზიდენსში“ საცხოვრებელი ფართების 70%-ზე მეტი უკვე გაყიდულია - „გუმბათი ჰოლდინგი“

04-07-2024 12:00:00

„გუმბათი ჰოლდინგის“ მიმდინარე პროექტ „ვაკე რეზიდენსში“ საცხოვრებელი ფართების 70%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. როგორც Business Insider Georgia-სთან “გუმბათი ჰოლდინგის” თანა-დირექტორმა ნატო ბოჭორიშვილმა განაცხადა, ამ დროისათვის კომპანიას 2 მიმდინარე პროექტი აქვს.

ერთია  „ვაკე რეზიდენსი“, რომელიც არის მრავალფუნქციური, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ჭავჭავაძის გამზირიდან სულ რაღაც 100 მეტრში. ხოლო მეორე პროექტია „ვილა კოხტა-მიტარბი“, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ და საინვესტიციო კომპლექსს, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონში ბაკურიანში, კურორტ - კოხტა მიტარბიზე, საბაგიროდან ზუსტად 2 წუთში. კომპლექსი მოიცავს სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს. მშენებლობა მიმდინარეობს 2 023კვ.მ ტერიტორიაზე და შედგება 3 საცხოვრებელი ბლოკისგან რომელთაგან თითოეული 4 სართულიანია.

“გუმბათი ჰოლდინგს“ დღეისათვის 2 მიმდინარე პროექტი აქვს, ერთი არის პატარა პროექტი, რომელიც ბაკურიანში ხორციელდება და მიმდინარე წელს დასრულდება. ამ პროექტი ბინები თითქმის გაყიდულია და მხოლოდ რამდენიმე ბინაა დარჩენილი. რაც შეეხება მეორე პროექტს, ის გაცილებით მასშტაბურია და თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირიდან 100 მეტრში მდებარეობს. დაახლოებით 100 ათას კვ/მ სამშენებლო ფართია, რაც გულისხმობს 5 ბლოკის აშენებას. დღეისათვის მშენებლობა კარკასის დონეზე თითქმის დასრულებულია. ეს კომპლექსი გამორჩეულია იმითაც, რომ აქვს სართულშორისი ტერასა, ანუ მე-9 სართულის ბოლოს არის 6 მეტრიანი ტერასა გამოყოფილი იმისთვის, რომ მობინადრეებმა დაისვენონ, გაატარონ სახლის გარეთ მეტი დროს და სურვილის შემთხვევაში იმუშაონ კიდეც. სწორედ ეს გამოარჩევს ჩვენს პროექტს სხვა მსგავსი მშენებლობებისგან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაქვს 3 დონიანი ავტოსადგომი, რაც დღესდღეობით ყიფშიძის ქუჩისთვის ძალიან აქტუალურია“, - აცხადებს “გუმბათი ჰოლდინგის” თანა-დირექტორი.

ნატო ბოჭორიშვილის თქმით,  „ვაკე რეზიდენსის“ პროექტის დასრულების ვადა 2026 წლის პირველი კვარტალია.

„მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. კარკასის ნაწილში სამუშაოების 80%-ი უკვე შესრულებულია. ჩაბარება მოხდება თეთრი კარკასის კონდენციით, ხოლო 1 კვ/მ-ის ფასები იწყება 2300  დოლარიდან“, - ამბობს ბოჭორიშვილი. 

ირკვევა, რომ „ვაკე რეზიდენსში“ საცხოვრებელი ბინების ჭრილში დღეისათვის პროექტის 70%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.

„ასევე გაქვს ბიზნეს ცენტრი:საოფისე და კომერციული ფართები, რომლის გაყიდვასაც უახლოეს ხანებში დავიწყებთ. ჩვენი მყიდველების დიდი წილი მოდის ადგილობრივ მოსახლეობაზე, და აქტიურობენ ასევე ემიგრანტები“, - განმარტავს  “გუმბათი ჰოლდინგის” თანა-დირექტორი.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “გუმბათი ჰოლდინგი” 2014 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე.

ამ დრომდე კომპანიას 7 პროექტი აქვს დასრულებული და ექსპლუატაციაში შეყვანილი, რომელიც მოიცავს საყოფაცხოვრებო და კომერციულ ფართებს თბილისში, ბათუმსა და ქობულეთში.

„გუმბათი ჰოლდინგი“-ს პორტფელში შედის ,,ვერეს უბანი“ - ბიზნეს ცენტრი ვერაზე, ,,ბულვარის კარიბჭე“ ბათუმში, მიმდინარე პროექტი ბაკურიანში - ,,ვილა კოხტა მიტარბი“, ასევე მიმდინარე პრემიუმ კლასის პროექტები იპოდრომთან და ვაკეში, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით და უნიკალური კონცეფციით.

მშენებელ კომპანიას წარმოადგენს ,,გუმბათი ჯგუფი“, რომელსაც აღნიშნულ სფეროში 24 წლიანი წარმატებული საქმიანობის ისტორია აქვს და ფლობს ISO სერტიფიკატს.

კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია უმაღლესი ხარისხი მშენებლობასა და მომსახურებაში, სანდოობა და ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლებთან მიმართებაში.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები