დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 8%-ითაა შემცირებული

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 8%-ითაა შემცირებული

04-07-2024 11:00:00

2024 წლის იანვარ-მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 347 ერთეული შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში პრეტენზიების რაოდენობა 8%-ითაა შემცირებული. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2023 წლის ხუთ თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 377 პრეტენზია შეადგინა.

ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებს ყველაზე მეტი პრეტენზია ჯარიმებისა და ვადაგადაცილების საკომისიოების მიმართულებით აქვთ. 2024 წლის იანვარ-მაისში ასეთი 137 პრეტენზია იყო, რაც მთლიანი პრეტენზიების 39%-ია. 

მომხმარებელთა მხრიდან ყველაზე მეტი პრეტენზია წელს იანვარში დაფიქსირდა, სულ 86 ერთეული პრეტენზია.

რაც შეეხება ბოლო სტატისტიკას, რომელიც მაისის მონაცემებს ასახავს, სებ-ის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებმა სულ 63 პრეტენზია დააფიქსირეს, საიდანაც 21 პრეტენზია ჯარიმებსა და ვადაგადაცილების საკომისიოებს ეხებოდა, 22 პრეტენზია ადმინისტრაცია/მომსახურების მიმართულებით დაფიქსირებული პრეტენზია იყო, ხოლო 6 პრეტენზია სხვა გადასახდელებს ეხებოდა. ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიების რაოდენობამ მაისში ხუთი შეადგინა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები