დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია „ქალაქურის“ გეგმები და როგორ აპირებს კომპანია ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაფართოებას

როგორია „ქალაქურის“ გეგმები და როგორ აპირებს კომპანია ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაფართოებას

03-07-2024 22:03:00

კომპანია ქალაქური, რომელიც ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქციის მიწოდებაზე, დღეს სამომხმარებლო ბაზრის 60%- ფარავს. როგორც Business Insider Georgia-სთანქალაქურისმარკეტინგის მენეჯერმა თემო დგებუაძემ განაცხადა, კომპანია თანამშრომლობს თითქმის ყველა ქსელურ მარკეტთან, თუმცა პროდუქციის რეალიზაციის ზრდისთვისქალაქურისხვადასხვა სუბიექტთან მოლაპარაკებებს ინტენსიურად აწარმოებს.

ქალაქურისამომხმარებლო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი პროდუქტებია თითა თხილი, ნუში, ფისტა, ქეშიუ და სხვა თხილეულის ნაირსახეობა. კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვადასხვა სახეობის ქართული ხილის დაჩირებით მიღებულ პროდუქტს, მათ შორისაა ტყლაპი და ჩურჩხელა. კომპანია ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქციის წარმოებაზე.

კომპანია ბაზარზე შემოვიდა ნულოვანი ინვესტიციით. დღეის მდგომარეობით ლიდერობს, როგორც წამყვანი კომპანია სნექის მიმართულებით და ფარავს სამომხმარებლო ბაზრის 60%-. კომპანიას მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდო “Golden brand 2020“. პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე პოლიპროპილენის პაკეტებში დაფასოებული სხვადასხვა გრამაჟობით. „ქალაქურითანამშრომლობს თითქმის ყველა ქსელურ სავაჭრო ობიექტთან: ნიკორა, ლიბრე, ფუდმარტი, სპარი, იოლი, მადაგონი, ზღაპარი, გვირილა, დეილი, მაგნიტი, სმარტი და სხვა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს გუდვილთან და ჯიბესთან. თბილისში აბაშიძის 39 ნომერში კი მდებარეობს კომპანიის მაღაზიაქალაქური ნობათი“, სადაც მომხმარებელს შეუძლიაწონით შეიძინოს პროდუქცია“, - აცხადებსქალაქურისმარკეტინგის მენეჯერი.
 

ქალაქურიარის პირველი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელმაც მოხალული თხილის დაფასოება და გაყიდვა დაიწყოკომპანია ფლობს თხილის პლანტაციებს კახეთში. თუმცა იმისათვის, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს ხილს ფერმერებისგან ყიდულობსდა შემდეგ უახლესი ტექნოლოგიით აჩირებს.

გარდა ადგილობრივი ბაზრისა, „ქალაქურისპროდუქცია წარმოდგენილია საექსპორტო ბაზრებზეც.კომპანია ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობდა ჩინეთთან, საფრანგეთთან და ამერიკასთან, სამომავლოდ კი როგორც კომპანიაში ამბობენ, იგეგმება  გერმანიის და ყაზახეთისბაზარზე შესვლა.

ქალაქურისპროდუქტებიდან ყველაზე მოთხოვნადი ქართული თითა თხილია.

მისი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, აღსანიშნავია თხილის ასორტი, რომელშიც შედის10 სახეობის თხილეული. გაყიდვებში ლიდერობს შავი ქლიავის ჩირი, რომელიც არის ქართული ქლიავისგან დამზადებული და დამატებით ქიმიური დანამატების გარეშე ხდება ჩირის გამოშრობა“, - ამბობსქალაქურისმარკეტინგის მენეჯერი

მისივე განმარტებით, „ქალაქურიარის პირველი მწარმოებელი ქართულ ბაზარზე, რომელიც ქმნისჯანსაღ  პროდუქციას  დანამატების გარეშე

კომპანია მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებებს და სხვადასხვა წამახალისებელ გათამაშებებს ხშირად სთავაზობს. „მრავალწლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე კომპანიამ მოიპოვა მოსახლეობის  ნდობა და კეთილგანწყობა“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

დაფუძნების დღიდან კომპანია წარმოებას ახორციელებდა თბილისში. 2023 წელს წეროვანშისაწარმო შეიძინა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა წარმადობა გაეზარდა  და ექსპორტის მიმართულებით მეტი რეგიონი დაეფარა. საწარმო სრულად ფუნქციონირებას 2024 წლის მესამენახევრიდან დაიწყებს. საწარმოს ფართი 3000 კვ/-ია. აქამდე კომპანია 150 ტონამდე ნედლეულის წარმოებას ახერხებდა, მანქანა დანადგარების პირობებში წარმადობის ზრდა 500 ტონამდე იგეგმება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონი ლარია.

კომპანიას აბაშიძის 39 ნომერში აქვს შოურუმი. „ქალაქურისმიზანია მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს და სამომავლოდ მსგავსი სივრცეები თბილისის  სხვა უბნებშიც გახსნის.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები