სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში არარატ მირზოიანი სავარაუდოდ ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მინისტრები განცხადებას გააკეთებენ.
მოგვიანებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრება სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ერთ-ერთ რეგიონში, ადიამანში, სადაც სომხეთიდან ჩასული 30 მაშველი, მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აწარმოებს.
ბოლო მონაცემებით, თურქეთის სამხრეთით 6 თებერვალს მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის